შენ საკმარისი არ ხარ. თავი 2. სიჩქარის რაინდები
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 2. სიჩქარის რაინდები
1 / 2
Next
თორნიკე პირველად რამდენიმე თვის წინ ვნახე. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვეულებისამებრ, დროს აჩისა და რეზის ორსართულიან ბინაში ვატარებდი. სახლი ნათელი ოთახებით სრულებით არ გამოირჩეოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იქ მცხოვრებლებს სურდათ: კომფორტული, მყუდრო და მოსახერხებელი. მისაღებ ოთახში შესვლისას მომენტალურად იგრძნობდით, რომ ნივთებისა და ავეჯის შერჩევისას აქცენტი ელეგანტურობაზე იყო გაკეთებული და არა მდიდრულობასა თუ პომპეზურობაზე. კედლები ნაცრისფერ ტონში იყო შეღებილი, რომელსაც მუქი ფერის ხის იატაკი იდეალურად ეხამებოდა. მისაღები მასიური ავეჯით გადატვირთული არ ყოფილა, მაგრამ სავსე
იყო ყვავილებით, დეკორატიული ბალიშებითა და აჩის ისტორიული სურათებით, რაც ნამდვილად მხოლოდ ჩემი დამსახურება გახლდათ. მოსახერხებელი მუქი ნაცრისფერი (ე.წ. თაგვისფერი) დივანი და სავარძლები მაგიდის გარშემო იყო დაწყობილი, რომლებსაც ზურგს დაბალი თაროების ტიპის სათავსოები უმაგრებდა. ისინი სავსე იყო წიგნებითა და სხვადასხვა სპორტული ჟურნალ-გაზეთით. ავეჯი მაქსიმალურად ფუნქციური და სადა გახლდათ, რომლებიც ქმნიდნენ სიმყუდროვისა და რელაქსაციის განწყობას, რომელთა მოპირდაპირე კედელზეც დიდი პლაზმური ტელევიზორი იყო მოთავსებული.

ეს სახლი მიყვარდა, მაგრამ ვერ ვიტანდი ოთახის ერთ-ერთ კედელზე გაკრულ პოსტერს, რომელზეც სპორტულ მანქანაში მჯდომი ჩემთვის უცნობი ავტომრბოლელი იყო გამოსახული. ჰო, მე ეს სურათი მძულდა, რადგან მასში ყველა ის ტკივილი, იმედგაცრუება და სინანული იკითხებოდა, რაც აჩის სულ თან სდევდა. ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ სურდა, ჰქონოდა ცხვირწინ ის, რაც ამხელა ტკივილს აყენებდა, თუმცა სიბრაზეს იმ ფიქრით ვახშობდი, რომ აჩი ზრდასრული ადამიანი იყო და თავისი საქმის მან უკეთ იცოდა.

იმ საღამოს კვლავინდებურად მათ სახლში ვიყავი და განვიხილავდი იმას, თუ რბოლაში მონაწილეობის რა შანსები მქონდა. ამ თემაზე საუბრის დაწყებისას აჩი თითქოს იბნეოდა (რაც, როგორც წესი, არ ახასიათებდა) და სათქმელს თავს ვერ უყრიდა. სწორედ ეს სიტუაცია იყო აპრილის იმ საღამოსაც, როდესაც წვიმის წვეთების ჟღარუნი სასიამოვნოდ მყუდრო გარემოს ქმნიდა, მე კი ჩემს მეორე ოჯახთან ერთად რბილ სავარძელში მოკალათებული ყავას გემრიელად შევექცეოდი, თან აჩის ბრძნულ რჩევებს ვისმენდი.



- მეგი, ცხოვრებას ისე იწყებ ადამიანი, როგორც რბოლის ისტორია დაიწყო.

- ანუ?
- ჯერ მოკრძალებული, ჯენტლმენური ტემპით ატარებ პირველ რბოლებს, რასაც მალე ის პრინციპი ცვლის, რომელიც ახლაც ძალაშია: იმარჯვებს უსწრაფესი! ეს იდეა უცვლელი რჩება დღემდე. იცვლება მხოლოდ გარემოება და ფაქტები.

ჯერ კიდევ აჩის მიერ ნათქვამ ფრაზაზე ვფიქრობდი, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა და რამდენიმე წუთში რეზი თორნიკესთან ერთად შემოვიდა ოთახში. დავინახე თუ არა, მაშინვე შევნიშნე მისი საოცარი მსგავსება კრის ვუდთან. ჯანდაბა! მუქი შავი ფერის თმა და მუქი ლურჯი თვალები - არაამქვეყნიურად იდეალური კომბინაციაა! სასწაულებრივად, აღფრთოვანების გამოხატვისგან როგორღაც შევიკავე თავი. ლომივით დინჯად და თავდაჯერებით მოძრაობდა. ის აჩის მეგობრულად მიესალმა, ჩაეხუტა და თბილად მოიკითხა. ჩვენ კი რატომღაც უღიმღამო მზერა და ცივი მისალმება გავცვალეთ ერთმანეთში. ჩემდაუნებურად, მთელი ყურადღება თორნიკეზე გადავიტანე, რომელმაც საკუთარი თავი ოფიციალურად წარმიდგინა. გამახსენდა, რომ ადრე, რეზის გარემოცვაში რამდენჯერმე უკვე მყავდა ნანახი, თუმცა ასე ახლოს კონტაქტის საშუალება მხოლოდ იმ დღეს მომეცა.

- თორნიკე...

გადაფურცლეთ
1 / 2
Next
კომენტარები (4)
salome
auu dzalian nela ideba, davitanje. cota male kenit xolme ra
nini
momwons sainteresoaa
ელენე
ძალიან მომწონს. იმედია ესე კარგადვე გაგრძელდება
Mari
პირველი ნაწილიც მომეწონა და მეორეც. მეორეში კიდე უფრო გამიღვივდა ინტერესი და ველი შემდეგ ნაწილს. ახალი გმირც დამაინტრიგებელი ჩანს
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სხვა ხედი. თავი 24. რას იტყვის ბრბო?
14:48 / 22-01-2018
- სასიამოვნოა, - თქვა საჭესთან მჯდომმა. სარკეში მსუქანი მოსაუბრის თვალები დავინახე. იდეაში, მე მიყურებდა, მაგრამ მისი თვალები თითქოს სხვა მიმართულებით იმზირებოდნენ. დავიბენი.
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 4. ლურჯი ელვა
13:53 / 19-01-2018
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თორნიკე თვალითაც არ მინახავს. არც მის შესახებ დამისვამს ზედმეტი კითხვები. საოცარია, მაგრამ უკვე მენატრებოდა.
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 3. მაცდური ლურჯი თვალები
10:33 / 16-01-2018
მეორედ თორნიკე მაისის თვეში, რეზის დაბადების დღეზე ვნახე. გაზაფხულის ერთ-ერთ პარასკევს, საღამოს რვა საათზე მოკლე მუქ ლურჯ კაბაში გამოწყობილს გრძელი დატალღული თმა მამშვენებდა და სარკის წინ მდგომი, უკანასკნელ შტრიხებს ვისწორებდი საკუთარ გარეგნობაში, როდესაც გამაყრუებელი სიგნალის ხმა შემომესმა.
სხვა ხედი. თავი 23. სოციუმის მსხვერპლი
10:21 / 15-01-2018
ყველა ადამიანს აქვს ერთი უცნაური თვისება მაინც: მე შემიძლია გავუგო ყველას, საკუთარი თავის გარდა...
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 1. ცდუნება: ვნებით შეპყრობილი
13:05 / 09-01-2018
ჩვენ ყველანი ანგელოზები ვართ - ამის გულწრფელად მჯეროდა მანამ, სანამ საკუთარ თავში ჩაბუდებულ ეშმაკს აღმოვაჩენდი.
სხვა ხედი. თავი 21. დიაგნოზი - F63.9
10:29 / 19-12-2017
ჯერ მარტოობის გრძნობა ჩნდება, შემდეგ ამ გრძნობის მოკვლის სურვილი, მერე მიზიდულობა ნაცნობი ან უცნობი ობიექტის მიმართ და ბოლოს მოდის სიყვარული.
სხვა ხედი. თავი 20. დაკარგვის ფობია
11:03 / 05-12-2017
ფიქრებში გართული მივუყვებოდი მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, ხავსმოდებულ შენობებსა და ბუჩქებს.
სხვა ხედი. 19 თავი. ტრანსფორმაცია
11:32 / 27-11-2017
ვერაფერი ვუპასუხე. დიდი რაოდენობით მიღებული ალკოჰოლის მიუხედავად, გამბედაობა არ მეყო ერთი შეხედვით არცთუ ისე რთული პასუხის წარმოსათქმელად.
სხვა ხედი. 18 თავი. დასაწყისი
11:17 / 20-11-2017
ყოველი დღე თითქმის იდენტურია წინა, ან მომდევნო დღისა. თავიდან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება რომანტიკულ ფილმს გაგონებს:
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი