სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი, კიბერსამყაროში ყველაზე საშიშ ვარსკვლავად დაასახელეს.
ანტივირუსული კომპანიები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ინტერნეტიდან ჰაიდი კლუმზე ნებისმიერი ფაილის გადმოწერისას მათ ყველაზე დიდი რაოდენობით ვირუსი მოყვებოდა- სუპერმოდელის სახელისა და გვარის აკრეფისას, ათიდან ერთ შემთხვევაში აუცილებლად მოხვდებით დავირუსებულ საიტზე.
ხოლო თუ ჰაიდი კლუმის გვერდით სიტყვა "ვიდეოს" აკრეფთ, მაშინ თქვენი კომპიუტერის დავირუსების შანსი ერთიორად გაიზრდება.
ამ არასასურველ ნუსხაში მეორე ადგილზე კამერონ დიასია (ცნობისთვის, იგი გასულ წელს ამ სიის ლიდერი იყო).