ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ უიმბლდონის 1/16-ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. ბასილაშვილის მეტოქე ტურნირზე მე-20 ნომრად არის განთესილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში გაიმარჯვებს, შემდეგი მეტოქე, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი იქნება.
ბასილაშვილი–ბაუტისტა-აგუტის დაპირისპირება თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული ულამაზესი მოდელი ნეკა დოროკაშვილია, რომელთანაც ქორწინებაში 2013 წლის 28 სექტემბრიდან იმყოფება. მათ პატარა ვაჟიც ჰყავთ.
იხილეთ ფოტოგალერეა