ნებისმიერი კაცი, რომელიც ჯეი ლოს ახალ კლიპში ხედავს, თავს კარგავს და მის ხელში ჩასაგდებად უკან არაფერზე იხევს.
ასეთია მოკლედ ჯენიფერ ლოპესის ახალი კლიპის სიუჟეტი, რომელიც სიმღერაზე Papi გადაიღეს. ეს საცეკვაო სინგლი მომღერლის ახალ ალბომშიც შევა.
კლიპი ბუნებრივია, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია. მასში მრავლადაა სპეცეფექტები და საცეკვაო ფრაგმენტები.
კლიპში ჯენიფერი ასახიერებს ქალს, რომელიც შემთხვევით ჯადოსნურ ორცხობილას მიირთმევს, მეორე დილიდან კი თაყვანისმცემლებს ვეღარ იგერიებს.
იხილეთ ფოტოგალერეა