ბრიტანელმა ექიმებმა რამდენიმე დღის წინ აცნობეს საზოგადოებას, რომ შექმნეს აბი, რომელიც სახის მკვრებავი კრემებისა და ლოსიონების ანალოგია.
დღეში ერთი აბიც კი ეფექტუერად ებრძვის ნაოჭებს თვალის გარშემო და მათ რაოდენობას დაახლეობით 30%-მდე ამცირებს. ექსპერიმენტები უკვე ჩაუტარდა 500-მდე ქალბატონს. ორი კვირის განმავლობაში კი ნაოჭების რაოდენობა მათ სახეზე საგრძნობლად შემცირდა.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პრეპარატს არავითარი უკუჩვენება არ აქვს, რადგან იგი ძირითადად ვიტამინებისგან შედგება.
აბის ერთ-ერთი შემქმნელი, ექიმი ჯონ კეისი ირწმუნება, რომ მათი გამოგონება ესტეროგენისა და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. სწორედ ასე ებრძვის პრეპარატი სიბერეს.
ცნობისათვის, იაპონელმა რესტორნის მეპატრონეებმა, მენიუში სპეციალური კერძი დაამატეს, რომელიც დიდი რაოდენობით კოლაგენს შეიცავს.