პრიალაფურცლიანი ჟურნალების რედაქტორებს შეუძლიათ დაივიწყონ, რომ ქეით მიდლტონის გადაღება ჟურნალის გარეკანისთვის სურდათ.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით Vogue ვერასოდეს ეღირსება ქეით მიდლტონის ფოტოს ჟურნალის გარეკანზე. დიდი ხანია ცდილობს პრინცესას ფოტოს ყდაზე გამოტანას. იმასაც ამბობენ, რომ ჟურნალის რედაქტორმა, სამეფო კართან დახლოებულ ფოტოგრაფ, მარიო ტესტინოს დახმარებით სცადა ქეითი ამ წინადადებაზე დაეყოლიებინა, რაზეც სამეფო კარმა სასტიკი უარი განაცხადა.
სანამ ჟურნალის რედაქცია ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თავად პრინცესა მაღაზია Topshop-ში შენიშნეს. ქეითი მოთმინებით ელოდა რიგს. მიდლტონმა კოპლებიანი ქვედაბოლო, ცისფერი ჟაკეტი და რამდენიმე წყვილი საყურე შეიძინა. შენაძენში კი სულ 170 დოლარი გადაიხადა.