რიანამ თავისი ახალ სინგლზე- We found love, მორიგი კლიპი გადაიღო. გადაღებების ადგილად კი ირლანდიაში, ერთ-ერთი ფერმა აირჩია
სექსუალური მომღერალი ამჯერად ქანთრის სტილში გამოეწყო, მაგრამ არც თამამი ჩაცმულობისგან შეუკავებია თავი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ძალიან გაუჭირდათ მომღერლის ცნობა და ის ადგილობრივი ფერმერი ეგონათ.
გადაღებების დროს გარშემო ტერიტორია სრულიად იყო პარალიზებული. შემთხვევით გამვლელი მძღოლები კი მანქანებს აჩერებდნენ, რათა პოპ-მომღერლის ნახვის შანსი არ გაეშვათ. ამის გამო უზარმაზარი საცობი შეიქმნა.
სკოლიდან დაბრუნებული ბავშვები კი მობილური ტელეფონით აფიქსირებდნენა ამ სანახაობას. სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გაჩნდა ინფორმაცია რიანას ახალი კლიპის გადაღებების შესახებ. ეს ყველაფერი კი ისე მობეზრდა იმ მინდვრის მფლობელს, რომელზეც გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, რომ სასწრაფოდ მოითხოვა რიანა "დამქაშებთან" ერთად იქაურობას გასცლოდა.
მისი გაბრაზების მიზეზი ისიც გახდა, რომ მომღერალი ნახევრადშიშველი იღებდა კლიპს.
"ეს ყველაფერი ძალიან ამორალური მგონია. გადაღებები შევაჩერებინე და რიანას დაველაპარაკე, მგონია რომ მან მშვენივრად გამიგო. მე უბრალოდ, ჩემი მორალისა და მიწის დაცვას შევეცადე", -აცხადებს ფერმერი.
როგორც ირკვევა, ფერმერს რიანას წარმომადგენლები სექტემბრის დასაწყისში დაუკავშირდნენ და ფერმის მიქირავება სთხოვეს. ფერმერი ისე დათანხმდა წინადადებას, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ იყო რიანა.
იხილეთ ფოტოგალერეა