მასალა: 1. არაყი (50 მლ); 2. გრეიპფრუტის წვენი (100 მლ); 3. მოცვის რბილობი (100 მლ); 4. გრეიპფრუტი (20 გრ); 5. ყინულის კუბიკები (200 გრ).
ინვენტარი: ჰაიბოლის ჭიქა, კოქტეილის კოვზი.
რას ვაკეთებთ: ამ კოქტეილისათვის შეიკერიც კი არ დაგჭირდებათ. უბრალოდ, ჩაყარეთ ბოკალში ყინული, მერე დაამატეთ არაყი, მოცვი და წვენი. ყველაფერი მარტივია, შედეგი - საუცხოო.
სოფო ყარალაშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)