სიახლე

"მაღალიციცოც" დავკარგეთ! - გიგი გოგოლაძემ საქართველო დატოვა

"მაღალიციცოც" დავკარგეთ! - გიგი გოგოლაძემ საქართველო დატოვა
სულ ახლახანს ცნობილი გახდა, ფეისბუქ გვერდის "მაღალიციცო" ავტორის ვინაობა, რამაც ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გუშინვე გვერდის ადმინმა, გიგი გოგოლაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოსამშვიდოდბები პოსტი გამოაქვეყნა:

"ტაქს, დადგა ის მომენტი, რომელიც ყველაზე ძალიან მძაბავს და არ მსიამოვნებს. მოკლედ დადგა ის მომენტი რომ მინდა ყველას, ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს ვუთხრა დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, ახლობლებო, მეზობელებო, ნათესავებო, კოლეგებო, უფროსებო... ცოტა რთულია ამ ყველაფრის მიტოვება და ყველაფრის ნულიდან დაწყება, მაგრამ ეს გამოწვევა მხიბლავს და მაინტერესებს. გისურვებთ ძალიან ბევრ
კარგ მომენტს თქვენს ცხოვრებაში. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ცუდ ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც იყვნენ, აღარ არიან და აღარასდროს იქნებიან, რადგან თქვენი დახმარებით დავინახე თუ როგორი არ უნდა ვიყო მე! ძალიან მიხარია რომ არასდროს ვყოფილვარ ბოროტი, ბოღმა, ყვერი და მიხარია რომ ვცდილობდი ჩემი პოზიტივით შემოვსულიყავი თქვენს ტერიტორიაზე და ერთად ჰიჰიჰი ჰაჰაჰა გვექნა. მოკლედ მე წავედი, ბევრად კარგ ადგილას, მაგრამ სამწუხაროდ თქვენს გარეშე
მიყვარხართ
ბანალურისენტიმენტები.ჯი"

ამ სტატუსით გამოემშვიდობა ქართულ საზოგადოებას ფეისბუქის ვარსკვლავი  "მაღალიციცო", იგივე გიგი გოგოლაძე. ბლოგერი ამერიკაში გაემგზავრა. "მაღალიციცოც დავკარგეთ :))" - ასე გამოეხმაურა ამ ამბავს ირაკლი გაფრინდაშვილი. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა პოპულარულ ფეიბუქგვერდს, რომელიც ყოველდღიურად ახალისებდა ინტერნეტმომხმარებელს სხარტი იუმორით. ნებისმიერ შემთხვევაში, მაღალიციცოს დიდ წარმატებასა და თავისუფლების ქანდაკებაზე უფრო მაღალი მიზნების მიღწევას ვუსურვებთ! 

იხილეთ ასევე:

ექსკლუზიურად "მარაო.გე"-სთვის - ვინ არის ბოლო დროის ინტერნეტსენსაცია "მაღალი ციცო"?
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93