ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა ხანდახან შესაძლოა ტანჯვად გვექცეს. თითქოს გულდასმით შევარჩიეთ ყიდვისას, მაგრამ მაინც გვიჭერს, ბებერებს გვიჩენს და ერთი სული გვაქვს, სახლამდე როდის მივაღწევთ და სადმე შორს მოვისვრით.
ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, გაიადვილოთ ცხოვრება და მსგავს შემთხვევებს თავი აარიდოთ.
1. თეთრი ფეხსაცმლის კარგად წმენდს კბილის პასტა
2. ჰაეროვანი და ჭრელი ქსოვილის მეშვეობით ჩვეულებრივი რეზინის ჩუსტები სულ სხვა, ორიგინალურ ელფერს მიიღებს
3. თუ ფეხსაცმელი გიჭერთ, ჩაიცვით შალის წინდებთან ერთად და რამდენიმე წუთით მიუშვირეთ თმის საშრობი
4. ფეხსაცმლის გაწელვა ასევე წყლის პარკების მეშვეობით არის შესაძლებელი: წყლით სავსე პარკი მოათავსეთ ფეხსაცმელში და შედგით საყინულეში. წყალი გაყინვისას გაფართოვდება, შესაბამისად - ფეხსაცმელიც.
5. ფეხსაცმელმა ბებერები რომ არ გაგიჩინოთ, ჩაცმამდე წაუსვით მყარი დეზოდორანტი.
6. ჩაის პაკეტები აცილებს უსიამოვნო სუნს.
7. ასევე უსიამოვნო სუნსა და ფეხსაცმლის ჭრაჭუნს საბავშვო პუდრი გაუმკლავდება
8. გაყინულ თოვლზე ფეხი რომ არ მოგისრიალდეთ, ფეხსაცმლის ლანჩს მიაკარით სამედიცინო ლეიკოპლასტირი
9. ფეხსაცმელი წყალგაუმტარი რომ გახდეს, ამისათვის წაუსვით ნატურალური თაფლის ცვილი და გააშრეთ თმის საშრობით.
10. ზამშის ფეხსაცმელზე ლაქებს საშლელი მოაცილებს
11. ფართო ჯინსებს ჩექმაში ამ ხერხით ჩაიტანთ
12. თუ ფეხზე ბებერა გაგიჩნდათ, ძილის წინ წაისვით ვაზელინი და ჩაიცვით წინდები. დილას კანი რბილი და ნაზი გახდება.
13. დაამუშავეთ აქერცლილი ლაქის ფეხსაცმელი ვაზელინიანი ბამბის ტამპონით.
14. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტულ ფეხსაცმელს ხმარობთ, არ შეკრათ თასმები ჯვარედინულად მეორე და მესამე რიგში, გაწელეთ გვერდებში რათა ტერფი თავისუფლად გქონდეთ, სპორტული სავარჯიშო ფეხსაცმელი კი კლასიკური სტილით შეკარით.
15. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თუ თითებს გატკენთ, მესამე და მეოთხე თითები სამედიცინო ლეიკოპრასტირით დაიხვიეთ. ამ ორ თითს შუა იმყოფება ნერვი, რომელზეც ზედმეტი დატვირთვა ტკივილს იწვევს.
16. მგზავრობისას ფეხსაცმელმა ჩემოდანში ტანსაცმელი რომ არ დასვაროს, მოათავსეთ სააბაზანო ქუდში.