ბანანი – ეს ნამდვილი სუპერპროდუქტია. მასში ყველაფერი ერთად არის: მკვებავი ნივთიერებები, ვიტამინები, ბუნებრივი შაქარი, უჯრედისი და უამრავი სახეობის სასარგებლო მინერალი.
ექიმები ამბობენ, რომ თუკი ცხოვრების ბოლომდე დღეში 2 ბანანს შეჭამთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პრობლემას მოიხსნით.
სხვათა შორის, აშშ-ში ამის შესახებ უკვე იციან: აქ ეს ყველაზე პოპულარული ფაქტია და მათი საყვარელი და უპირველესი ხილი ბანანია.
აი, ამ ეგზოტიკური ხილის მთავარი უპირატესობები:
ენერგია
მიირთვით ერთი ან ორი ბანანი ვარჯიშის წინ – და მინიმუმ საათნახევრით ენერგიით დაიმუხტებით.
ბანანი – დაბალი გლიკემიური ინდექსის შემცველი პროდუქტია: ის ნელა გადამუშავდება, ორგანიზმს მუხტავს ენერგიით და "ცარიელ" ნახშირწყლებს შეიცავს. მასში ასევე სავსეა ვიტამინები და უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს გამძლეობას ანიჭებს. ხოლო კალიუმი, რომლითაც ეს ხილია გაჯერებული, ვარჯიშით გამოწვეული კუნთების ტკივილისგან გიხსნით.
დეპრესია
ბანანი გიხსნით შემოდგომის დეპრესიისგან. საქმე ისაა, რომ ეს ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიპტოფინს – ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის სეროტონინის სინთეზისთვის.
ეს უკანასკნელი კი ნეირომედიატორია, რომელიც ტვინს მოდუნებაში, დამშვიდებასა და ბედნიერების შეგრძნებაში ეხმარება.
არტერიული წნევა
ბანანი სისხლის წნევის დარეგულირებას უწყობს ხელს და გვიცავს ინსულტისა და გულის შეტევისგან. ეს იმიტომ, რომ მასში ნაკლები რაოდენობით ნატრიუმია და ბევრი კალიუმი. გულ-სისხლძარღვებისთვის კი ამ შეთავსებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
როცა სისხლძარღვებში კოლტები ჩნდება, ბანანი ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად – საუკეთესო მეთოდია ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად.
ანემია
ბანანი ორგანიზმს ეხმარება, მიიღოს საჭირო რაოდენობის დიეტური რკინა, რომელიც წითელი სხეულების გამოყოფას შეუწყობს ხელს და ჰემოგლობინის პროცესს არეგულირებს.
ნერვები
როცა ძალიან "გადამწვარი" ხართ, მიირთვით ბანანი. ის სისხლში შაქრის დონეს დროებით მაღლა აწევს, შესაბამისად კი, ენერგიას შეგმატებთ.
გარდა ამისა, ბანანში B ჯგუფის უამრავი ვიტამინია, რაც ბუნებრივად დაამშვიდებს ნერვულ სისტემას და მოდუნების საშუალებას მოგცემთ.
კუჭ-ნაწლავი
თუკი გასტრიტისა და კუჭის წყლულისგან იტანჯებით, მაშინ ბანანი – თქვენთვის უსაფრთხო საკვებია. ამ ხილისგან არ გაგიღიზიანდებათ წყლული და შესაბამისად, არ გეტკინებათ კუჭი. ბანანის რბილი და გლუვი ტექსტურის რბილობი თანაბრად მოედება კუჭს და დაიცავს მას გაღიზიანებისა და აგრესიული მჟავების ზემოქმედებისგან.
ასევე, ეს ხილი – შესანიშნავი თერმორეგულატორია. თუკი მას სიცხეში მიირთმევთ, სხეულის ტემპერატურა გაგრილდება. ზამთარში კი გაციებისგან გამოწვეული მაღალი ტემპერატურის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსი
ბანანი შესანიშნავი საშუალებაა გულძმარვისა და მჟავიანი რეფლიუქსის დროს. მხოლოდ ერთ ბანანს შეუძლია მოგცეთ შვება გულძმარვის სიმპტომების დროს.
არსებობს კიდევ უამრავი საოცარი თვისება, რომელსაც ეს ხილი შეიცავს. უბრალოდ, შემდეგისთვის გაიყოლეთ სამსახურში ორი ცალი ბანანი. ეს შესანიშნავი წასახემსებელია საუზმესა და სადილს შორის, ან სადილსა და ვახშამს შორის. უკვე რამდენიმე დღეში კი შეამჩნევთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალა!