ჩაის სოკოს (ხალხურად – მედუზა) შესახებ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იყო ცნობილი და ეს საოცარი ნაყენი უკვდავების ელექსირად ითვლებოდა.
ჩაის სოკოს უცნაური შესახედაობა ბევრს აფრთხობს, მაგრამ სულ ტყუილად! თანამედროვე მედიცინაც კი აღიარებს მის უნიკალურ თვისებებს და რეკომენდაციასაც უწევს ამ სასმელს.
სოკო შედგება ძმარმჟავა მიკროორგანიზმებისგან და საფუვრის სოკოსგან, რომელიც C ვიტამინით იკვებება. ჩაი, რომელშიც სოკო იზრდება, გაზიან სასმელად გადაიქცევა და ბურახის გემოს ემსგავსება. ეს საოცარი ორგანიზმი შეიძლება 100 კგ-მდეც გაიზარდოს!
ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
სამლიტრიანი ქილა;
მარლა
5 სუფრის კოვზი შავი ჩაი
ლიტრანახევარი ადუღებული წყალი
7 სუფრის კოვზი შაქარი
მომზადება:
კარგად გარეცხეთ ქილა, რომელშიც სოკო უნდა გაზარდოთ.
დაასხით ჩაის ადუღებული წყალი და გააჩერეთ, სანამ ფერს გამოიღებს. დაუმატეთ შაქარი და გაწურეთ მარლაში.
ჩაასხით სითხე ქილაში, დააფარეთ მარლა და გააჩერეთ ნახევარი თვე.
რამდენიმე კვირაში ჩაის ძმრის სუნი აუვა. შემდეგ ის გაქრება და ზედაპირზე თხელ აპკს გაიკეთებს – ეს ჩაის სოკოა.
სოკო პერიოდულად უნდა ამოიღოთ ქილიდან და გარეცხოთ თბილ წყალში. ასევე, არ დაგავიწყდეთ შეავსოთ ხოლმე ჩაის მარაგი. სოკო მრავლდება ქვედა ფენის გზით და გამუდმებით იზრდება.
ჩაის სოკოს სარგებლიანობა
1. ის დადებითად მოქმედებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე, კურნავს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ხელს უწყობს წონის კორექციას.
2. დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს ძილს.
3. გამოიყენება, როგორც კანის ბაქტერიოციდული საშუალება და თვალის ინფექციების დროს.
4. ანელებს დაბერების პროცესს და დადებითად მოქმედებს ასაკიანი ადამიანების ჯანმრთელობაზე.
5. არჩენს ანგინას, სტომატიტს, სურდოს, ამაღლებს იმუნიტეტს.
6. თუკი სასმელს თავის კანში შეიზელთ, ხელს შეუწყობთ თმის სწრაფად ზრდას და გაიმაგრებთ თმის ძირებს, მოგაცილებთ ქერტლს.
7. სხეულის კანზე მისი შეზელვით კი ტონუსს მომატებთ კანს და ის მეტად მკვრივი და გლუვი გახდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა პროდუქტს, ჩაის სოკოსაც თავისი უკუჩვენებები აქვს. არ არის რეკომენდებული ამ სასმლის მიღება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს მომატებული მჟავიანობა, წყლული, პოდაგრა და დიაბეტი.
ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება ხალხურ მედიცინას. ამ საოცარ სასმელს კი არაერთგვაროვანი გამოხმაურება აქვს, თუმცა მისი სასარგებლო თვისებების უარყოფა შეუძლებელია.