ალბათ, გახსოვთ ვირუსული ვიდეო, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო: კაბა, რომელიც ფერს იცვლის მხედველობის სხვადასხვა კუთხიდან.
ახლა კი ინტერნეტი მოიცვა ტორტმა, რომელიც ცისარტყელას ყველა ფერში იცვლება იქეთ-აქით გადახრისას.
კულინარიული საოცრების შემქმნელმა არაერთხელ განაცვიფრა სტუმრები, ახლა კი გადაწყვიტა, საკუთარი სიურპრიზი მსოფლიოს გაუზიაროს. ტორტის მორთვისას დიასახლისი აეროგრაფიის ტექნიკას იყენებს საკვები საღებავების მეშვეობით.
სტუმრებს, რომლებიც პირველად სინჯავენ უჩვეულო დესერტს, ტორტი ნამდვილი არ ჰგონიათ, მაგრამ იგი ნამდვილია და როგორც ჩანს, გემრიელიც.
ტკბილი სიურპრიზი მაყურებელს გამუდმებით აოცებს და განხილვის საგანი ხდება.
იხილეთ ვიდეო