ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ კვერცხი მძიმედ გადასამუშავებელი პროდუქტია და რომ ის სავსეა ქოლესტერინით. ამიტომაც ბევრმა სრულიად გამორიცხა კვერცხი რაციონიდან.
მრავალი კვლევის ჩატარების შემდეგ, დღეს დიეტოლოგები სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ: კვერცხი აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს დიაბეტი და ალერგია, უნდა შეამცირონ ამ პროდუქტის მიღება. დანარჩენებისთვის კვერცხი – შეუფასებელია! და აი, რატომ უნდა ჩართოთ ეს პროდუქტი თქვენს ყოველდღიურ რაციონში...
რამდენი კვერცხი შეიძლება, რომ მივირთვათ დღეში
1. კვერცხი – მარტივად შეთვისებადი პროდუქტია
კვერცხის ცილის 98% ორგანიზმის მიერ შეითვისება. ეს შესანიშნავი საშენი მასალაა ახალი უჯრედებისთვის. მნიშვნელოვანია კვერცხი კუნთოვანი მასის გაზრდისთვისაც.
დღეში 1 კვერცხის მიღებით, შეძლებთ აკონტოლოთ წონაც. მკვებავი ცილოვანი პროდუქტი სწრაფად დაგანაყრებთ, დაგიქვეითებთ მადას და მეტაბოლიზმს შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით სასარგებლოა კვერცხის საუზმედ მირთმევა. ასე გააკონტროლებთ შიმშილის ჰორმონს, გრელინს და ბევრს აღარ შეჭამთ.
2. კვერცი მდიდარია უამრავი ვიტამინით
ამ უნიკალურ პროდუქტში მთელი რიგი ვიტამინი შედის. ერთ კვერცხში არის A და D ვიტამინების დღიური ნორმა. ასევე, ფოსფორი, რკინა, თუთია, იოდი, რეტინოლი, რიბოფლავინი.
თუკი ყოველდღიურად 1 კვერცხს მიირთმევთ, შეგიძლიათ არც ინერვიულოთ თვალების ჯანმრთელობაზე: ანტიოქსიდანტი ლუტეინი დაიცავს თვალის კუნთს ასაკობრივი დეგრადაციისგან, ხოლო ვიტამინ A-თი ე.წ. ქათმის სიბრმავეს აიცილებთ თავიდან.
3. კვერცხი დაგიცავთ ოსტეოპოროზისგან
თოხლოდ მოხარშული კვერცხი – იმის გარანტია, რომ თქვენი ძვლები მაგარი იქნება.
4. კვერცხი კვებავს ტვინს
კვერცხის შემადგენლობაში შედის ქოლინი – ტვინისთვის საჭირო სუპერპროდუქტი! ეს ნივთიერება აუმჯობესებს მეხსიერებას, შემოქმედებით აზროვნებას და სწრაფ რეაქციას უწყობს ხელს.
თუკი ბავშვს 3 წლის შემდეგ არ აქვს ალერგია კვერცხზე, მნიშვნელოვანია, რომ მან ყოველდღიურად მიიღოს 1 ცალი კვერცხი მისი გონებრივი შესაძლებლობის განვითარებისა და ჯანმრთელი ჰორმონალური ფონისთვის.
5. კვერცხი ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს!
კვერცხის საკვებში გამოყენებით სისხლში მცირდება ქოლესტერინის დონე! კვერცხში არსებული ფოსფოტიდები ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის გაჩენას.
უმჯობესია, მიიღოთ მოხარშული კვერცხი კარაქისა და ზეთის გარეშე. ეს 100%-ით დაგიცავთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემებისგან.
მოკლედ რომ ვთქვათ, დღეში 1 კვერცხის მიღებას თქვენს ჯანმრთელობაზე საოცრებების მოხდენა შეუძლია.
ასევე იხილეთ:
ამის შემდეგ აღარასოდეს გადაყრით კვერცხის ნაჭუჭს - ის უბრალოდ განძია!