ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით პაციენტის გარდაცვალების შესახებ, რამაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ააფორიაქა. "მკურნალი.გე" კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:
რა არის ღორის გრიპი? რატომ ჰქვია მას ეს სახელი?

გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება "ღორის გრიპს", მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით
მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური, ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას "ღორის გრიპის" სახელი.

რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?


ეს ვირუსი, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანშიშესულებს, მაშინ, როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანშიშესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

რა არის პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი?

გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...

როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით. უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

ყველაზე ხშირად რა გართულებები აღინიშნება A ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის დროს?
სრულად...
კომენტარები (1)
ნათია
ღორის გრიპი 7 დღეში იკურნება სამწდიცინო ჩარევის გარეშე????? მაშინ ხალხი რატომ იხოცება?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"ბიბლუსი გალერეაში" "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის – "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართა
18:01 / 16-11-2017
"ბიბლუსი გალერეაში" შორენა ხუხუას წიგნის პრეზენტაციას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ეტლით მოსარგებლეები. საღამო ერთი საათის განმავლობაში ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა.
„პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
16:31 / 16-11-2017
"ჩემს ბავშვობაში უცხოური არხები გვახალისებდნენ ხოლმე ფერადოვანი რეკლამებით. "პროქტერ ენდ გემბლი" იმ პერიოდიდან მახსოვს.
2018 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები - სად შევიძინოთ ყველაზე მოდური აქსესუარები
14:56 / 15-11-2017
როგორც ცნობილია, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი გვესტუმრება.
#ფოტოჰოთსეილთან ერთად - ახალი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაუვიწყარი საახალწლო მოგზაურობით დაჯილდოვდება
11:17 / 15-11-2017
Hotsale.ge – ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებთან და უამრავ აქციასა თუ სიურპრიზთან ასოცირდება.
"მაცადეთ, სანამ მე თვითონ მოვკვდები..."
12:45 / 14-11-2017
მას შემდეგ, რაც მაია ასათიანი, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, ეკრანს დაუბრუნდა, მის მიმართ ვნებათაღელვა არ ცხრება -ზოგი ჩაცმის სტილს უწუნებს, ზოგი - გადაცემის თემებს, ზოგი - ხასიათს და ა. შ.
”შემოვალ ეტლით” – წიგნი, რომელიც საკუთარ სიძლიერეში დაგვარწმუნებს
16:11 / 13-11-2017
წიგნი, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბესტსელერი გახდეს, მკითხველის მოლოდინშია.
ჯენეტ ჯექსონმა 50 კგ დაიკლო და გარეგნობით ყველა გააოცა
13:31 / 13-11-2017
ჯენეტ ჯექსონმა ორსულობის დროს მომატებული 50 კგ 9 თვეში დაიკლო და მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა.
რას წერს რუსული "ვოგი" თბილისის პირველი ლედის შესახებ
13:14 / 13-11-2017
"ანუკი არეშიძე - თბილისის პირველი ლედი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული "ვოგი"
რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?
12:44 / 13-11-2017
ახალი წელი, ტრადიციულად, ახალ გეგმებთან, ახალ იდეებთან, ახალ საქმეებთან ასოცირდება. ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ახალი წლის მთავარი მუხტი კი საახალწლო საჩუქარია.
გიორგი ბოჭორიშვილს გოგონა შეეძინა (ფოტოები)
12:22 / 13-11-2017
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი მეორე შვილის მამა გახდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30