10 საოცარი ფაქტი პრინცესა დიანაზე, რომელიც არ იცოდით
10 საოცარი ფაქტი პრინცესა დიანაზე, რომელიც არ იცოდით
ოდესმე გსმენიათ ქალზე, რომელსაც პრინცესა დიანას ეძახდნენ? რა თქმა უნდა, გსმენიათ, ინგლისის სამეფო ოჯახში მისნაირი ღვთისნიერი და ადამიანური პრინცესა ჯერ არ ყოფილა.
მან მსოფლიოს თავი შეაყვარა. მას არ ჰქონია სამეფო აღზრდა, ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა. მუდამ აკეთებდა იმას, რასაც საჭიროდ და სამართლიანად მიიჩნევდა და ასე გაზარდა შვილები, პრინცები - უილიამი და ჰარი. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. მის მიმართ ინტერესი მისი გარდაცვალებიდან წლების გასვლის შემდეგაც არ ქრება, მაგრამ შეიძლება არასდროს გაგიგიათ მასზე ის, რასაც ახლა წაიკითხავთ.

10. მისი და პრინც ჩარლზს ხვდებოდა

დიანასთან ქორწინებამდე პრინც ჩარლზს რომანი ჰქონდა მის დასთან, სარა სპენსერთან. ის საკმაოდ ენაჭარტალა გოგო იყო და რეპორტიორებს სამეფო ოჯახის საიდუმლოებებს უმხელდა. ჩარლზმა თავი მოტყუებულად და დამცირებულად იგრძნო, დასცილდა მას, მაგრამ დიანას დაადგა თვალი.

9. დიანა არასდროს ყოფილა კარგი მოსწავლე

9 წლამდე საოჯახო განათლებას იღებდა, 9-დან 12 წლამდე დახურულ პანსიონში სწავლობდა, 12-დან 16 წლამდე - გოგონების სკოლაში. მოწესრიგებულ მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ ცუდი ნიშნები სპორტულმა და საბალეტო მიღწევებმა გადაფარა.

8. ბალერინობაზე ოცნებობდა


დიანას მთელი ცხოვრების ოცნება იყო პროფესიონალი ბალერინა გამოსულიყო. თუმცა, ბალერინასთვის საკმაოდ მაღალი - 178 სმ იყო და არც სხვა ფიზიკური პარამეტრები უწყობდა ხელს სურვილის ასრულებაში. სამეფო ოჯახში მოხვედრის შემდეგ საბალეტო ხელოვნებას განსაკუთრებით მფარველობდა. იზიდავდა სპონსორებს, ესწრებოდა სპექტაკლებს და სტუმრობდა საბალეტო სკოლებს.

7. ნიშნობის ბეჭედი კატალოგიდან აირჩია

მას შემდეგ ამ ბეჭდის უამრავი სახეობა დამზადდა, მაგრამ პირველად იგი საიუველირო სახლმა Garrad-მა დაამზადა. მას მანამდეც არაერთხელ დაუმზადებია სამკაულები სამეფო ოჯახის წევრებისთვის. ბეჭედში 12-კარატიან საფირონს 14 ბრილიანტის თვალი აგვირგვინებს. მოშურნეები ამბობდნენ, დიანამ ეს ბეჭედი ზომის გამო შეარჩიაო.

6. მისი საქორწინო შლეიფი სამეფო ქორწინებებში ყველაზე გრძელი იყო

მისი კაბა საუკუნის კაბად აღიარეს. მას 10 ათასი მარგალიტი ამშვენებდა. შლეიფი 7,6 მეტრი ჰქონდა. პრინცესას სპეციალური გაკვეთილები დასჭირდა, რათა ამ მდიდრულ კაბაში გრაციოზულად სიარული შეძლებოდა. კაბის შეკერვას 5 თვე დასჭირდა და მას ამ დროის განმავლობაში დაცვის თანამშრომლები იცავდნენ.

5. დიანა ვაჟებს ტრადიციულ სამეფო სტილში არ ზრდიდა

პრინცები ჰარი და უილიამი ქარიზმატული და ზრდილობიანი ახალგაზრდა კაცები არიან. დიანა ცდილობდა, მისი შვილები ჩვეულებრივი ბავშვებივით გაზრდილიყვნენ. დედას, "დისნეილენდისა" და "მაკდონალდსის" გარდა, ბიჭები უპატრონოთა თავშესაფარში, აივ-ინფიცირებულთა კლინიკაშიც და უამრავ მსგავს დაწესებულებაში დაჰყავდა, რათა მათში თანადგომა და კეთილშობილება გამოეწვია.

4. აუქციონზე 79 კაბა გაყიდა


ეს პრინც უილიამის იდეა იყო; მან კაბების გაყიდვა და მიღებული თანხის საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხვა შესთავაზა. დიანამ 1981-96 წლებში ნაქონი 79 კაბა გაყიდა. მიღებული თანხა - 5,76 მლნ დოლარი მკერდის კიბოს და და აივ-ინფიცირებულთა სამკურნალო ფონდებს გადასცა.

3. ის კუნძულზეა დაკრძალული

დიანას გარდაცვალება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ტრაგიკული და შოკისმომგვრელი შემთხვევა იყო. მის დაკრძალვას სამეფო ოჯახის სასაფლაოზე აპირებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში, ძმის გადაწყვეტილებით, მისი სხეული სპენსერების საგვარეულო სასაფლაოს მიაბარეს.

2. დიანა "არ დაემორჩილა"


ქორწინების დღეს დიანას
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქორწინო ფიცი უნდა ეთქვა, მაგრამ მასში ფრაზა "ქმრის მონა-მორჩილი" შეცვალა სიტყვებით: "მიყვარდეს, გავამხნევო, პატივი ვცე და გავუფრთხილდე". მოგვიანებით იგივე გაიმეორა კეიტ მიდლტონმა.

1. დიანა დეპრესიისა და ბულემიისგან იტანჯებოდა

უამრავი პირადი პრობლემისგან იტანჯებოდა, ქორწინებამ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი მდგომარეობა. ქორწინების შემდეგ ჩარლმა წელზე ხელი მოუთათუნა და ყველას გასაგონად თქვა: "ო, ჩვენ ცოტათი პუტკუნები ვართ". მას შემდეგ დიანას სიმსუქნეზე ფიქრი არ შორდებოდა. საკვებში ჰპოვებდა შვებას, რათა სამეფო ოჯახთან დაძაბულობა ცოტათი დაეძლია. 1990 წელს ოფიციალურად აღიარა, რომ ბულემიისგან იტანჯებოდა. გარდა ამისა, მუდმივად გრძნობდა დეპრესიას და სიცარიელეს.

პირადი პრობლემების მიუხედავად, დიანას შეეძლო დახმარებოდა ადამიანებს. სწორედ ამიტომ რჩება იგი დღემდე ყველასთვის საყვარელ პრინცესა ლედი დიდ.
კომენტარები (15)
ლილე
მე ვთვლი, რომ კერპად არავინ არ უნდა ვაქციოთ.თუდაც აი აქ,ქართველები რატომ აყენებთ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას? ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ,თქვენც, მეც, თავად დაინაც ჩვეულებრივი ადამიანი იყო.მოდით ნურც გავაღმერთებთ ნურავის და ნურც გავთელავთ ერთმანეთს.ყველა თანაბარ უფლებიანია! ,,სამეფო კარი" ეს პირობითი მცნებაა.მე თუ მკითხავთ პრინცებად და პრინცესებად ადამიანების დაყოფა ცოტა ბავშვობაა.მე მირჩევნია ვიყოთ ტიტულების და ბრილიანტებიანი კაბების გარეშე და ვიყოთ მხოლოდ ადამიანები.ჭეშმარიტი ადამიანები! აი ,გაცილებით უფრო ლამაზი იქნებ ცხოვრება.
თაკო
დიანასგან ის რო აიღო რაც აწყობდა,ფიცი რო შეცვალა,ისიც აეღო მაგალითად რომ პრიბცებს უბრალოდ ზრდიდა და ჩვეულებრივ ბავშვებთან ამეგობრებდა.ეს კიდე არ აკარებს ჩვეულებრივ ბავშვებს.ხამი.ამით ჩანს ვინ არის ნამდვილი პრინცესა და ვინ სოფლელი გლეხი,მასკიროვკით გაპრინცესებული
ვახო სართანია
ის დიანაა,თქვენ ვინ ჩემი ,,ოსკარები,,ხართ,რომ გაქვთ უფლება მასზე რაიმე თქვათ,,სოფელი,,...........
ქართველი
ინა, შენ რა იცი , რომ კაცებს იცვლიდა? ყველამ თავის ბ....მამიდას მოუაროს....მეტი არაფერი არ იცი პრინცესა დაიანაზე? უკეთილშობილესი, მთელ მსოფლიოს რომ უყვარდა,სადაც შიმშილი, ავადმყოფობა და გაჭირვება იყო, ყველგან დადიოდა, ხვდებოდა უბრალო ხალხს და ეხმარებოდა...არავინ იცის მასეთი შესაძლებლობა რომ გვქონდეს თვითეულ ჩვენგანს რას მოვიმოქმედებდით...რაღაც ეჭვი მეპარება , რომ თქვენ მის ადგილას ასე მოიქცეოდით
ბს
რას გვაბოლებთ მსოფლიოს მმართველი სამეფო ოჯახის პროპაგანდით? მარამ სიმართლე დაწერა და გარდა ამისა ამავე ოჯახის ბრძანებით გაასაღეს და სავსებით დამსახურებულად. მოუნდა ბრიტანეთის პრინცესას შეიხებთან გულავი!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სასიძოები და ექსპრეს სესხი
14:22 / 16-08-2017
ექსპრეს სესხი შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მიიღოთ vivusge -ში. აქ მარტივი სესხები გაიცემა ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ პროცენტში.
თურქეთის კურორტებს მასობრივად ტოვებენ ვირუსული ეპიდემიის გამო
13:57 / 14-08-2017
თურქეთს მასობრივად ტოვებენ ბავშვიანი ტურისტები, რადგან იქ კოქსაკის ვირუსი გავრცელდა საკმაოდ სწრაფად, განსაკუთრებით, ქვეყნის ზღვის კურორტებზე.
წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ხიფათში იგდებთ თავს, როცა "ჟელიბონს" მიირთმევთ - ინფორმაცია, რომელიც შეგძრავთ!
17:13 / 13-08-2017
საღეჭი რეზინის გარდა, თითქმის იგივე ქიმიური ინგრედიენტების ბაზაზეა დამზადებული მარმელადების დიდი ნაწილი, რომელიც მაღაზიის დახლებზე გვხვდება.
5 რამ, რაც შეიძლება გააკეთო, თუ თბილისიდან ვერ გადიხარ!
13:08 / 10-08-2017
ზაფხული, დასვენება, მზე, ზღვა, მთა, აუზი, რუჯი, გართობა - ეს ყველაფერი თითქმის სინონიმებია. ყველა, განსაკუთრებით, დასაქმებული ადამიანები, მთელი წელი სულმოუთქმელად ელიან ზაფხულს, რომ დაისვენონ, ენერგია აღიდგინონ.
GEM FEST-ის დაცარიელებული ტერიტორია ანაკლიაში - რა ხდება ფესტივალზე
15:33 / 09-08-2017
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ავტორი "GEM FEST"-ის დაცარიელებულ ტერიტორიას აჩვენებს.
საცურაო აუზები, რომლებითაც ბათუმში ისარგებლებთ
16:22 / 07-08-2017
ბათუმში დასვენების მოყვარულთათვის სიახლე არ იქნება ის, რომ აქ ხშირად წვიმს ან ზღვაა დაბინძურებული.
რა გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ საზღვაო კურორტებიდან დაბრუნებულმა ქალებმა
13:52 / 07-08-2017
რამდენად საჭიროა ზღვის სეზონის შემდეგ გინეკოლოგიური, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ზღვაზე სხვადასხვა ინფექციისგან და როგორი ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ საკითხზე გინეკოლოგი ხათუნა შაიშმელაშვილი გვესაუბრება.
სტალკერი გოგონა გამოგონილი სამყაროდან
11:22 / 07-08-2017
მარკესს აქვს ნათქვამი, თუ შენი ნაწერი ადამიანებს სიამოვნებას ჰგვრის, ესე იგი, წერის უფლება გაქვსო. რა სჭირდება კარგ მწერალს? ცოცხალი სიუჟეტი, ფანტაზია, თხრობის მსუბუქი სტილი და... მარჯვე ხელები...
ნამდვილი წალკოტი თბილისში - დაათვალიერეთ მანანა მანჯგალაძის ულამაზესი სახლი
11:19 / 07-08-2017
ჟურნალისტი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე დიღომში ცხოვრობს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31