ბილ მარლეი 20 წელი საკვებით მოწამვლის ექსპერტად მუშაობდა. მის კლიენტებს კომპანიებმა 600 მლნ დოლარი აუნაზღაურეს. გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექსპერტი გვირჩევს, კვებიდან ამოვიღოთ მხოლოდ 6 პროდუქტი.
1. უმი ხამანწკები
გლობალური დათბობის შედეგად ზღვის წყალი მეტად გათბა და ბაქტერიებიც მომრავლდა, უმი ხამანწკების ჭამა კი ადამიანისთვის საშიში გახდა. მარლერის თქმით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე იმდენი მოწამვლა დაფიქსირდა, რამდენიც ბოლო 2 ათეული წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა.
2. გარეცხილი, დაჭრილი და შეფუთული ხილი და ბოსტნეული
მარლეი გირჩევთ, მათ ჭირივით მოერიდოთ. გარეცხილი, დაჭრილი და დაფასოებული პროდუქტი იმაზე უფრო მეტად ბინძურდება, ვიდრე მოკრეფამდე იყო.
3. უმი ბრიუსელის კომბოსტო და გაღვივებული ხორბალი
ამ პროდუქტების ჭამის შემდეგ შეიძლება ნაწლავური ჩხირით ან სალმონელოზით დაინფიცირდეთ. მარლეიმ 20 წლის განმავლობში 30 სასამართლო მოიგო.
4. ზედაპირულად შემწვარი ხორცი
არასდროს შეუკვეთოთ რესტორნებში medium well-ზე ნაკლებად შემწვარი სტეიკი. ექსპერტის განმარტებით, ხორცში არსებული ბაქტერიები რომ განადგურდეს, იგი 160 გრადუს ტემპერატურაზე უნდა შეიწვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ნაწლავური ჩხირით ან სალმონელოზით დაიფიცირდეთ.
5. უმი კვერცხი
20 წლის წინ მარლეი სალმონელოზის ეპიდემიას აკვირდებოდა. დღეს უმი კვერცხისგან დაინფიცირების შანსი ნაკლებია, მაგრამ ექსპერტი მაინც სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.
6. არაპასტერიზებული რძე და წვენები
თუ რძე და წვენი თერმულად დამუშავებული არაა, შეიძლება ბაქტერიებით, ვირუსებითა და პარაზიტებით იყოს დასნებოვნებული. ზოგიერთი ადამიანი პასტერიზაციის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ თერმულად დამუშავების შემდეგ იგი სასარგებლო თვისებებს კარგავს. სამაგიეროდ, უსაფრთხოა.