დაფიქრებულხართ, რა ფერის სამოსისგან შედგება თქვენი გარდერობი? ჭყეტელა ფერები ჭარბობს თუ კლასიკური? ალბათ, დომინანტი ფერის გამორჩევაც შეგიძლიათ... მის მიხედვით კი თქვენი ხასიათის ამოცნობას შეძლებთ.
შავი
ერთი მხრივ, ეს არის ელეგანტური, დახვეწილი და სექსუალური ფერი, რომელიც ძალაუფლებას ასახავს. იგი დომინანტური ფერია ბიზნესლედის გარდერობში. მას აქვს ჯადოსნური ძალა, გამოკვეთოს ღირსება და დამალოს ნაკლოვანება. ზოგიერთ არაბულ ქვეყანასა და აფრიკის ტომებში შავი ვნებისა და ნდომის ფერია. თუმცა, მეორე მნიშვნელობაც გააჩნია: ადამიანი, რომელიც ამ ფერის სამოსს ირჩევს, საკუთარ თავში დარწმუნებული არაა, დეპრესიას განიცდის და მხარდაჭერას საჭიროებს. ყველაფერი კარგია ზომიერად და ნეგატივისგან დასაცავად შავს სხვა ფერი უნდა შეუხამოთ. მაგალითად, ყვითელი - ინტელექტს შეგმატებთ, წითელი - ფიზიკური და სექსუალური ძალის მისაღებად ან ვარდისფერი და თეთრი - პატივისცემა და სოციალური სტატუსი საზოგადოებაში.
”ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში პატარა შავი კაბა!” - კოკო შანელი.{{ArticleSplitCont}}
თეთრი
სისადავე და ჰაეროვნება. თეთრ ფერს ხალისიანი, რომანტიკული და მართალი ქალი ირჩევს. ის ნებისმიერ ფერს ესადაგება; შავის ანტიპოდია, მაგრამ თავისი დატვირთვა აქვს. როცა ქალის გარდერობში თეთრი ჭარბობს, ამბობენ, რომ იგი ამბიციური და ამაყია. თუმცა, ფსიქოლოგების აზრით, თეთრ ფერს ნაკლები დატვირთვა აქვს და მისი არჩევა ადამიანის ხასიათზე არ მოქმედებს. {{ArticleSplitCont}}
ნაცრისფერი
გრაციოზული და დახვეწილი ფერია. მას დამოუკიდებელი და მოაზროვნე ქალები ირჩევენ, რომლებსაც საკუთარი აზრის გამოხატვის არ ეშინიათ. იდეალური ფერია საქმიანი შეხვედრებისა და გასაუბრებისთვის. ყოველდღიურ ცხოვრებაში მოგადუნებთ, კომფორტს შეგიქმნით. თუმცა, ნაცრისფერთან სიფრთხილე გმართებთ, ის თქვენს სექსუალურობას ჩაკლავს და ნაცრისფერ არსებას დაგამსგავსებთ.{{ArticleSplitCont}}
ყავისფერი
საიმედოობისა და სტაბილურობის ფერია. თუ იგი ჭარბობს თქვენს გარდერობში, მიუთითებს, რომ გიყვართ ფულის ხარჯვა კომფორტსა და სიამოვნებაზე. გიყვართ ოჯახი, ტრადიციები და ერიდებით ექსპერიმენტებსა და რისკს. კონსერვატორი ხართ, არსად გეჩქარებათ; კარგ განწყობას ახლობელი მეგობრები და საყვარელი სავარძელი გიქმნით.{{ArticleSplitCont}}
ცისფერი
სიმშვიდისა და სინაზის გამოხატულებაა. იმპულსურ ადამიანს ის დაამშვიდებს. ცისფერი უყვარს ადამიანს, რომელსაც გარშემო მყოფების მიმართ გადამეტებული მოთხოვნები აქვს. პრინციპული ხართ და ახლობლების გამო გიჭირთ მათზე უარის თქმა.{{ArticleSplitCont}}
მწვანე
განწყობას აგიმაღლებთ, თქვენც და თქვენ გარშემო მყოფებსაც. საკუთარ თავში დაგარწმუნებთ და ენერგიას შეგმატებთ. მოთმინებით აღჭურვილი მორიდებული ქალი ხართ, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირს. მწვანე სამოსი სიმშვიდეს, ჰარმონიას მოგანიჭებთ.{{ArticleSplitCont}}
ყვითელი
მხიარული ადამიანების ფერია. ის მზის სხივივითაა. ყვითელი ბედნიერების, თავისუფლებისა და სიმდიდრის ფერია. მის მოყვარულს უყვარს თავგადასავლები, მუდამ რაღაცას სწავლობს, აქვს იუმორის გრძნობა და საქმიანია. ლოგიკურად შეუძლია მჯელობა. მუდამ აქვს თავისი აზრი და აღსავსეა ახალი იდეებით. სხვათა შორის, ყვითელსამოსიანს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ უყვარს. {{ArticleSplitCont}}
წითელი
მას სექსუალურ ფერს ეძახიან. რომანტიკული ქალი, რომელიც თავის სიყვარულზე დაუფარავად საუბრობს, უპირატესობას წითელ სამოსს ანიჭებს. ის მამაკაცებს იზიდავს. გარდა ამისა, წითელი მიუთითებს, რომ მიზანსწრაფული პიროვნება ხართ, ცოტა - აგრესიული. აქტიური, მებრძოლი და ფეთქებადი ადამიანი წითელი ფერის სამოსს ირჩევს.{{ArticleSplitCont}}
ვარდისფერი
სიცოცხლის, გაზაფხულის, დაბადების ფერია. სიყვარულისაც, მაგრამ უფრო რომანტიკულის, ვიდრე ვნებიანის. მას დედობისთვის მომზადებული ქალები ირჩევენ, ნაზები, რომლებიც დაცვას საჭიროებენ. {{ArticleSplitCont}}
იისფერი
ემოციური, მგრძნობიარე და შემოქმედებითი ფერია. საკუთარი აზრის გამოთქმის არ გეშინიათ. თქვენ პოულობთ სილამაზეს იქ, სადაც სხვები მას ვერ ამჩნევენ. ეს ჰარმონიულად განვითარებული ადამიანების ფერია. იისფერი სამოსი სასურველის მიღწევაში გეხმარებათ. {{ArticleSplitCont}}
ნარინჯისფერი
სოციალური ფერია, მიუთითებს, რომ მზად ხართ ახალი ადამიანების გასაცნობად და დიალოგისთვის. ნარინჯისფერი სამოსი ჩაიცვით საქმიან შეხვედრებზე, საზოგადოების წინაშე გამოსვლისას, რათა ხალხს არ მოერიდოს თქვენთან მოახლოება. ნარინჯისფერი ახალგაზრდობის, სიძლიერის, ცნობისმოყვარეობის, დაუღლელობისა და უშიშარი ადამიანების ფერია.