ადამიანის ორგანიზმი 50-86%-ით წყლისგან შედგება. მისი 2/3 უჯრედებში იმყოფება, დანარჩენი - უჯრედებს შორის სივრცეში. სწორედ ამ უკანასკნელში სითხის რაოდენობის მომატების გამო ჩნდება შეშუპება.
თუ თქვენთვის ეს პრობლემა ნაცნობია, გირჩევთ ექიმს მიმართოთ. შეშუპების სწრაფად მოსაცილებლად კი გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.
როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას
დაიწყეთ კვებით:
მარილი და რაფინირებული ნახშირწყლები - აი, რა უნდა გამორიცხოთ ან შეამციროთ დოზები პირველ რიგში. ასევე, სასურველია, რაციონიდან ცხარე საკვები ამოიღოთ.
ნუ დაივიწყებთ ვიტამინებსა და მინერალებს.
შეშუპება სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმი საჭიროებს დიდი რაოდენობით ახალ ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს. მიირთვით კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
მეტი მოძრაობა!
ცხოვრების უმოძრაო წესს ჯერ არავისთვის მოუტანია სარგებელი. ეცადეთ ფეხით მეტი იაროთ, ივარჯიშეთ დილაობით. ფიზიკური აქტივობა "წურავს" ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან.
შეშუპების გამო წყალზე უარს ნუ იტყვით:
ცნობილია, რომ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ. თუმცა, ეს დოზა მთელ დღეზე უნდა გადაანაწილოთ.
სრულფასოვანი ძილი:
ოდესმე გინახავთ, გამოუძინებელი ადამიანი ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს?
ისიამოვნეთ მასაჟებით
სახის შეშუპებისას რეკომენდებულია ზოგანის ლიმფოდრენაჟული მასაჟი (იხილეთ ზოგანის მასაჟის ვიდეოგაკვეთილი).