მიუხედავად ცივი ამინდისა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლუბში, ლალის წიგნების პრეზენტაციაზე 1000-მდე ადამიანი მივიდა
უზარმაზარ გაჩირაღდნებულ დარბაზში ახალი წიგნები ლალიმ თანაავტორებთან ერთად წარადგინა. ლალიმ POISON SKYPE-ი უჩა ზაქაშვილთან, ხოლო "მამაკაცის სურნელი" ლაშა ჯუხარაშვილთან ერთად დაწერა.
როგორც ლალიმ პრეზენტაციაზე აღნიშნა, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, ახალგაზრდა მწერალი უჩა ზაქაშვილი, ერთი წლის განმავლობაში მასთან ერთად სწავლობდა ვირტუალურ ურთიერთობებს. "ექსპერიმენტის" დასრულების შემდეგ დაასკვნეს, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად უყვარდებათ და ენდობიან უცნობ, ვირტუალურ ქალბატონებს, ვიდრე ქალები. შესაბამისად, ძლიერი სქესის წარმომადგენლები, უფრო ხშირად მიდიან ვირტუალური ურთიერთობებისას რისკზე.
უჩა ზაქაშვილის თქმით, რომანის წერისას ლალი შეცვლილი სახელით "სკაიპის" საშუალებით რამდენიმე მამაკაცს გაეცნო და მასთან ვირტუალურ დიალოგებს ეწეოდა. უჩას თქმით, რომანის წერისა და ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ყველა მამაკაცს თავისი რეალური ვინაობა გაუმხილა და რეალურადაც შეხვდა.
რაც შეეხება "მამაკაცის სურნელს"-რომანი აღწერს 40 წლის ქალბატონის და 20 წლის ყმაწვილის სიყვარულის ისტორიას. ზუსტად ასეთი ასაკობრივი თანაფარდობაა წიგნის ავტორებს - ლალი მოროშკინასა და ლაშა ჯუხარაშვილს შორის.
ლალის თქმით, ლაშა ჯუხარაშვილში ნიჭიერი ადამიანი დაინახა. ნაშრონმი ლაშასთვის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. ლალიმ ლაშა თავის წითელი აბრეშუმის ლოგინში ჩააწვინა და ფოტოსურთები წიგნის ყდისთვის თავად გადაუღო.
- ამ წიგნში ქალის ემოცია ჩემია. მამაკაცის - ლაშასი. პრობლემა კი საერთო. მიუხედავად ჩემი მდიდარი ფანტაზიისა, მე ვერასოდეს ასე ვერ გამოვხატავდი ლაშას თაობის ფიქრს, ხედვას, წუხილს და რაც მთავარია, სიყვარულს. იმედია, წიგნი ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს.
ლაშა ჯუხარაშვილის თქმით, მისთვის უმთავრესი მაინც მსახიობობაა და სამომავლოდ არ იცის გააგრძელებს თუ არა ლალისთან ერთად რომანების წერას.
ახალი წიგნების პრეზენტაციაზე ლალის აქამდე დაწერილი 3 წიგნიც იყიდებოდა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სტენდთან გრძელი რიგი იდგა.
"მამაკაცის სურნელი" POISON SKYPE-ზე ძვირი ღირდა, ვინაიდან წიგნს პატარა ფლაკონით სუნამოც ახლავს თან.
სტუმართა შორის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, მომღერლები, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ლალის მეგორბები იმყოფებოდნენ.
სტუდენტებმა და მომღერლებმა არაერთი საესტრადო სიმღერა შეასრულეს.
პაროდისტ დათო როსტომაშვილის შვილმა, გიორგი როსტომაშვილმა საზოგადოებისთვის ტამტამზე ვირტუალურად შეასრულა კომპოზიცია.
ახალი წიგნების გამოსვლა ლალის პირადად მიულოცეს მაია ბარათაშვილმა, მარინა სალუქვაძემ, ინგა გრიგოლიამ, ანრი ჯოხაძემ, მარკო მეტრეველმა, კლუბ "დივას" მფლობელმა პატრიცია დელონმა და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილმა სახეებმა.
ლალიმ იხურმა კიდეც- ჩემ პრეზენტაციაზე 1000 ადამიანი მოვიდა, ამდენს საპროტესტო აქციებზე პოლიტიკური პარტიებიც ვერ აგროვებენო.
ლალიმ ახალ ამპულაშიც სცადა ბედი და დასარტყამ ინსტრუმენტებზე თავისი მუსიკალური შესაძლებლობები გამოსცადა.
გაიმართა ლატარია და ბევრმა საინტერესო პრიზი მოიგო. ასევე გაიჭრა 3 უზარმაზარი ტორტი.
სიმღერების და ცეკვების გარდა, წიგნის პრეზენტაციაზე მისულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი აქსესუარები დაეთვალიერებინათ.
ასევე მათ განკარგულებაში იყო "ფისჰ სპა ცენტრი". ნებისმიერი მსურველი პატარა აკვარეუმში ხელებს ყოფდა და თევზების საშუალებით სასიამოვნო მანიპულაციებს იტარებდა.
მხიარული პრეზენტაცია "თბილისის ზღვის კლუბში" გვიანობამდე გაგრძელდა. ყველაზე ბოლოს კლუბი ლალი მოროშკინას სტუდენტებმა დატოვეს.
გოგა ბერიძე