ვინ იფიქრებდა, რომ სელის თესლის ზეთსა და ხაჭოს სასწაულის მოხდენა შეუძლია.
ონკოლოგმა ჯოან ბადვიგმა 95 წელი იცოცხლა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას შეალია. იგი შვიდჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე.
ბადვიგი მრავალი წლის მანძილზე იკვლევდა კიბოთი დაავადებულ ადამიანებს და აღმოაჩინა, რომ მათ დაბალ ჰემოგლობინთან ერთად ფოსფოლიპიდებისა და ლიპოპროტეინების ნაკლებობა აღენიშნებოდათ. ხოლო ჯანმრთელ ადამიანებს ომეგა3-ის სასარგებლო ცხიმი გაცილებით მაღალი ჰქონდათ, ვიდრე დაავადებულებს. შედეგად, მან შექმნა ხაჭოსა და სელის თესლის ზეთის დიეტა.
დაკვირვების შედეგად, დაავადებული ადამიანი 3-თვიანი დიეტის დროს თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, ძალა ემატებოდა და სისხლი უჯანსაღდებოდა, ჰემოგლობინის დონე, ფოსფოლიპიდებისა და ლიპოპროტეინების დონე რეგულირდებოდა. ჯოანმა გადაარჩინა ისეთი ავადმყოფები, რომელთა მკურნალობაზე ექიმებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული.
ხაჭოს დიეტა მეტად მარტივია, 5 გრამი ცივი გამოხდის სელის თესლის ზეთი უნდა გადაურიოთ 100-150 გრამ ხაჭოს და დღეში ერთხელ, ყოველდღიურად მიირთვათ.
მძიმე შემთხვევის დროს ჯოანი შემდეგი სქემით ხელმძღვანელობდა: 42 გრამ სელის თესლის ზეთს (3 ს/კ) 100 გრამ ხაჭოს უმატებდა.
ბადვიგი კიდევ ერთ რჩევას გვაძლევს: სასურველია, ჯანმრთელი ადამიანიც კი მოერიდოს რაფინირებული, ხელოვნური ცხიმების მიღებას, შეამციროს მარგარინისა და მაიონეზის ჭამა. გაამდიდრეთ რაციონი ნატურალური შაქრის შემცველი პროდუქტებით: ვაშლით, ლეღვით, მსხლითა და ყურძნით. შეამცირეთ ან უარი თქვით მაკარონსა და თეთრი ფქვილის ნაწარმზე, შემწვარ კერძებზე, ცხიმიან ხორცსა და კონსერვირებულ საკვებზე.