შეშუპება უჯრედებს შორის სივრცეში სითხის დაგროვებით ხდება. ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი რამდენიმეა: სიცხე, გულის უკმარისობა, ჰორმონალური დარღვევა...
ნუ უგულებელყოფთ ამ პრობლემას, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ, რათა დაადგინოთ შეშუპების გამომწვევი მიზეზი.
ხალხურ მედიცინა კი, თავის მხრივ, შეშუპების საწინააღმდეგო უამრავ საშუალებას გვთავაზობს, მაგრამ მათგან ყველაზე ეფექტური გახლავთ ოხრახუშის ნაყენი, რომელსაც ეფექტურად გამოაქვს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან.
შარდმდენი საშუალება ფეხის შეშუპების დროს
ოხრახუშის ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ როგორც ფოთლები, ასევე ძირებიც. კარგად გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ მასა თერმოსში და დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ მთელი ღამით, დილით კი გაწურეთ. მიღებული ნაყენი საკმარისია ერთი დღისთვის, მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
ნაყენის მიღება რეკომენდებულია 2 დღის განმავლობაში, 3 დღით შეისვენეთ, შემდეგ კი კვლავ დალიეთ 2 დღის განმავლობაში. შვებას მალევე იგრძნობთ და იოლად შეძლებთ საყვარელი ფეხსაცმლის ჩაცმას.