კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო გაიზარდა დეზოდორანტის მომხმარებელ ქალთა რიცხვი, მით მეტი პრობლემა ექმნებათ მკერდის კიბოსა და ლიმფურ ჯირკვლებთან დაკავშირებით. პოპულარული გამოცემა Inorganic Biochemistry-ს აზრით, დამტკიცდა, რომ ალუმინი, რომელსაც დეზოდორანტები შეიცავს, სარძევე ჯირკვლებში რჩება.
გთავაზობთ ფორების გასაწმენდ საშუალებას. მასში მხოლოდ 4 ინგრედიენტია, სარგებელი კი შეუდარებელი აქვს. დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი, 5 წვეთი კაკალი ქინძის ეთერზეთი, 1 ს/კ ბენტონიტური თიხა.
მოამზადეთ მალამო:
თიხა და ძმარი ერთმანეთს შეურიეთ. არაჟნისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. დაუმატეთ ეთერზეთები. სქელი ფენა წაისვით იღლიაში, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. თუ არსად მიდიხართ, დიდხანსაც გაიჩერეთ. ეს მალამო ტოქსინებს გამოიწოვს ორგანიზმიდან. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ მაინც.
რამდენიმე რჩევა, რათა ტოქსინების გარეშე იცხოვროთ
1. შინ დაბრუნებულმა კარგად, ღრუბლით დაიბანეთ იღლიები.
2. დეზოდორანტი წაისვით მას შემდეგ, რაც სოდიანი წყლით დაიმუშავებთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამ პროცედურას ნუ ჩაიტარებთ.
3. სოდის ნაყენმა შეიძლება დეზოდორანტი შეგიცვალოთ.
4. გახსოვდეთ, რომ ნატურალური დეზოდორანტის მოქმედების ვადა 6 საათია. თუ უარს ვერ ამბობთ საყვარელი დეზოდორანტის გამოყენებაზე, წელიწადში ორი კვირის განმავლობაში მაინც გაიკეთეთ ზემოთ ნახსენები მალამო.