კანის მოვლა ნიღბების გარეშე წარმოუდგენელია. კვერცხის ნიღაბი ყველაზე ბიუჯეტურია. იგი ახალგაზრდობასაც შეგინარჩუნებთ და კანსაც გაგიახალგაზრდავებთ.
კვერცხის ცილა ასუფთავებს კანს და ჭიმავს. გული ლეციტინს შეიცავს, რომელიც ღრმად კვებავს მას. კვერცხში შემავალი ა, დე, და ბე ვიტამინები კანს გაახალგაზრდავებაში ეხმარებიან. ამიტომ, კვერცხის ნიღაბი სასურველია, ქალმა ყველა ასაკშის გაიკეთოს.
დაგჭირდებათ: 1 ცალი კვერცხი, ქაღალდის ხელსახოცი, ფუნჯი, ჩანგალი და 2 ფიალა.
მომზადება:
1. კვერცხის გული ცილისგან გააცალკევეთ. ცილა მსუბუქად, ჩანგლის გამოყენებით ათქვიფეთ.
2. დაბანილ სახეზე წაისვით ათქვეფილი ცილა. ქაღალდის ხელსახოცი დაჭერით (დახიეთ) ზოლებად და სახეზე მიიწებეთ. ზემოდან ისევ გადაისვეით კვერცხის ცილა. ძალიან სქელი ფენა არ წაისვათ, ნიღაბი კარგად უნდა შეშრეს.
3. დაიცადეთ 20-30 წუთი, ამასობაში ქაღალდი გამყარდება.
4. ნიღაბს ნიკაპთან მოკიდეთ ხელი და ზედა მიმართულებით აიძრეთ. შეიძლება მცირე უსიამოვნო შეგრძნება გქონდეთ, მაგრამ ეფექტის მისაღებად უნდა მოითმინოთ.
5. ათქვიფეთ კვერცხის გული და სახეზე გადაისვით. დამატებით შეგიძლიათ ზეითუნის რამდენიმე წვეთი დაუმატოთ. 10 წუთის შემდეგ კვერცხის გული ჩამოიბანეთ. უმჯობესია, თბილი წყლით.
თუ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ მკვებავი კრემი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ორჯერ, რათა კანის ახალგაზრდულობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ.

აქტივირებული ნახშირი: ვიკლებთ წონაში, ვწმენდთ კანს, ვათეთრებთ კბილებს