ორი საოცარი ინგრედიენტის შერწყმის წყალობით მართლაც უნიკალურ სამკურნალო საშუალებას ვიღებთ და ეს ნაცადია!
ღვინო თაფლით
ინგრედიენტები:
1 ლ წითელი მშრალი ღვინო;
500 გ თაფლი.
მომზადება:
შეურიეთ ღვინოს თაფლი, კარგად გახსენით და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში. შეინახეთ ელექსირი მაცივარში. სვით 25 მლ-იანი ჭიქით ყოველდღიურად... სასურველია სადილის წინ.
სამკურნალო ეფექტი
1. არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
2. ორგანიზმს ანიჭებს დამატებით ენერგიას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, აწესრიგებს ძილს.
3. ხსნის ღვიძლის დაავადების დროს ქრონიკულ მდგომარეობას.
4. შემთბარი ღვინო თაფლით მოგიხსნით ხველას და გაციების სიმპტომებს.
5. სასარგებლოა მამაკაცებისთვის: ამ სასმლის მიღება რეკომენდებულია სქესობრივი ფუნქციების დარღვევის დროს, ასევე, ჰორმონალური დისბალანსისას.
6. თაფლიანი ღვინო კლავს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც ანტიბიოტიკის მოქმედებისასაც არ კვდებიან. ამიტომაც რეკომენდებულია ელექსირის მიღება ორგანიზმში ანთებების დროს.
7. ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას.
8. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ სასმლის რეგულარულად მიღება ანტიბიოტიკური მკურნალობის შემდეგ: თაფლიანი ღვინო აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას.