შარდსასქესო ორგანოების ინფექციის საუკეთესო პროფილაქტიკა - დაბალანსებული კვებაა! აღმოჩნდა, რომ პროდუქტები, რომელთაც მივირთმევთ, ზეგავლენას ახდენს სასქესო ორგანოს მიკროფლორის მდგომარეობაზე.
თუ ქალის ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის სასარგებლო ნივთიერება არ ხვდება, რძიანის წარმოშობის რისკი 3-ჯერ იზრდება!
ნატურალური პრობიოტიკები და ვიტამინები: აი, რა არის საჭირო ქალის ჯანსაღი ორგანიზმისთვის!
სწორი კვება ქალბატონებისთვის
იოგურტი
ბაქტერიები, რომელთაც იოგურტი შეიცავს, ეხმარება ორგანიზმის PH დაბალანსებას. ეს გახლავთ სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლის კარგი მეთოდი.
ავოკადო
კალიუმი და B6 ვიტამინი - აი, რა არის საჭირო ქალის სასქესო ორგანოს ჯანმრთელობისთვის. ცხიმები, რომელთაც ავოკადო შეიცავს, ამაგრებს საშოს კედლებს!
ბატატი
А და С ვიტამინები, В ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი და რკინა, მარგანეცი: ამ ნივთიერებების წყალობით საშვილოსნოს კედლები ძლიერდება.
გოგრის თესლი
გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, რომელიც გაღიზიანებასა და ანთებას ხსნის. აგრეთვე, Е ვიტამინი, რომელიც უხვადაა გოგრის თესლში, ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს და რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს.
ნიორი
ნივრის ძლიერი ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები ეწინააღმდეგება სასქესო ორგანოების ნებისმიერ ინფექციას.
მწვანე ბოსტნეული
მიირთვით ხშირად კომბოსტო, ისპანახი, სალათის ფურცლები. ეს პროდუქტები უხვად შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას მთელ ორგანიზმში, ასევე, გამოდევნის მავნე ნივთიერებებს.
შავი შოკოლადი
შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით, ამაგრებს იმუნიტეტს, სასარგებლო მინერალებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით.
სოიო
სოიოს პროდუქტები ბუნებრივი ფიტოესტროგენების წყაროა! ქალის ჯანმრთელობა მყარი რომ იყოს, აუცილებელია, კვირაში ერთხელ მაინც მიირთვას სოიო.
კენკრა
წითელი კენკრა ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი ძალების გამყარებას და ეხმარება მას მავნე ბაქტერიებთან ბრძოლაში.