ყველამ იცის, რომ გაღივებული ხორბალი სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ იცით, რომ გაღივებული კაკალი მილიონჯერ სასარგებლოა? 2 კვირით გაღივებული კაკლის სიცოცხლის ძალა 1000-ჯერ იზრდება.
ნიგოზი კვებითი ღირებულებით უსწრებს:
ხორბლის პურს სამჯერ;
კარტოფილს - 7-ჯერ;
ვაშლს 12-ჯერ;
ძროხის რძეს - 10-ჯერ.
ცხიმების დღიური ნორმის შესავსებად საკმარისია, დღეში ორი ათეული კაკალი მიირთვათ. სასარგებლოა ნიგვზის ზეთი, მასში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის გამოვლენას.
უმწიფარი კაკალი C ვიტამინითაა მდიდარი. შედარებისთვის გეტყვით, რომ ციტრუსებსა და მოცხარსაც სჯობნის.
ნიგოზი მოგიხსნით დაღლილობას, აღგიდგენთ ძალას, მოგანიჭებთ სიმხნევეს.
ჩვენი რეცეპტი დაგეხმარებათ:
გაიახალგაზრდავოთ ორგანიზმი უჯრედის დონეზე;
აღიდგინოთ იმუნიტეტი და ნერვული სისტემა;
გაისუფთაოთ სისხლი;
ორგანიზმიდან გამოდევნოთ წიდები;
საუკეთესო საკვებია ძვლებისთვის.
1 კილო კაკალს დაასხით ცივი წყალი, ისე, რომ დაფაროს. გააჩერეთ 2 კვირა. წყალი დღეგამოშვებით ცვალეთ. ამავე დროს, ამოურიეთ ხოლმე კაკლებს.
2 კვირის შემდეგ კაკალი მზადაა. შეინახეთ მაცივარში, თავისსავე წყალში. მიიღეთ 3 გარჩეული კაკალი დილა-საღამოს.
სიფრთხილე გმართებთ კუჭქვეშა ჯირკვლის დარღვევის შემთხვევაში.