შემწვარ ხორცს ფანტასტიკური ეფექტი აქვს: მას თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ამას ამტკიცებენ ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერები. საქმე იმაშია, რომ ღორის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ნიაცინს (ვიტამინი ბე3).
ექსპერიმენტს მრგვალ მატლებზე აწარმოებდნენ. როცა მათ ნიაცინი შეუყვანეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 პროცეტით გაუხანგრძლივდათ. ვიტამინი ბე3 მოიპოვება პაპრიკაში, არაქისსა და მზეზე დაჩირებულ პომიდორში. თუმცა, ყველაზე მეტი მაინც მწვადშია. შვეიცარიელი მეცნიერები გვირჩევენ, მწვადის რამდენიმე ნაჭერი საუზმეზე მივირთვათ, რადგან ნიაცინი ყველაზე უკეთ დილით სჭირდება ადამიანს.
სხვადასხვა დროს დაინტერესებული პირები დიდხანს ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ წითელი ხორცი სასიკვდილოდ საშიშია ადამიანისთვის, თუმცა კვლევამ საწინააღმდეგო დაამტკიცა - სწორედ წითელი ხორცის ნაკლებობა იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობას.
გულის დაავადებათა ასოციაცია დიდი ხნის მანძილზე ურჩევდა ამერიკელებს, უარი ეთქვათ წითელი ხორცის ჭამაზე, რათა თავიდან აეცილებინათ გულისა და სხვა ორგანოების დაავადება, მაგრამ იაპონიაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ კავშირი ვერ გამოავლინა გულის დაავადებასა და წითელი ხორცის ჭამას შორის.
2012 წელს ჰარვარდში ჩატარებულმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ხორცის ჭამას ორგანიზმის დამცავი ეფექტი აქვს. გარკვეულ დრომდე ხორცის მჭამელები თავს საუკეთესოდ გრძნობდნენ მათთან შედარებით, ვინც ხორცს მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ ჭამდა.
დასკვნა ასეთია: შემწვარი ან გამოყვანილი ხორცი საუზმეზე არ გაწყენთ, სადილზე მირთმეული სტეიკი კი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.
თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? მოგვწერეთ კომენტარებში.