ეს თხილეული ჯანმრთელობის ნამდვილი საბადოა! 100 გრ ფსტაში 540 კალორიაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს მაგარნაჭუჭიანი ნაყოფი საოცრად სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
ფსტა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს დაბერების პროცესს.
ჩვენ დაგისახელებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ყოველდღე ეს თხილეული:
ვიტამინი E, რომელსაც ფსტა დიდი რაოდენობით შეიცავს, იცავს ორგანიზმს კიბოს განვითარებისგან; ასევე, ფსტა მდიდარია გამა-ტოკოფეროლით (E ვიტამინის ტიპი), რომელიც ფილტვის კიბოს გაჩენის რისკს 30%-ით ამცირებს. დღეში 68 გრამი ფსტა შესანიშნავი პროფილაქტიკაა ონკოდაავადებების.
ფსტას რეგულარულად მიღების შემთხვევაში 10-ჯერ ნაკლები გაქვთ შანსი, გახდეთ მე-2 ტიპის დიაბეტის მატარებელი.
ფსტა შეიცავს მძლავრ ნატიოქსიდანტს – ლუტეინს, რომელიც ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს. ფსტას რეგულარულად მიღების შემთხვევაში რამდენიმე დღეში ქოლესტერინი სისხლში 20%-ით დაბლა იწევს.
თუკი მამაკაცები ამ ნაყოფს ყოველდღიურად მიიღებენ, სქესობრივი პოტენცია 51% გაიზრდება, თხილში შემავალი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების შედეგად.
ფსტა მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მუშაობას. დღეში მხოლოდ 10 გრამი ეს თხილი ქსოვილის დღიურ ნორმას ანაზღაურებს.
ფსტა შეიცავს ორი სახეობის კაროტინოიდს, რომელიც არცერთ სხვა მაგარნაჭუჭიან ნაყოფში არ არის. საქმე ლუტეინსა და ზეაქსანტინშია – ანტიოქსიდანტებში, რომლებიც თვალებს კატარაქტის განვითარებისგან იცავს.
თუკი დაბერების შიში გაქვთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ დღეში მინიმუმ 5-10 ფსტა. ჩათვალეთ, რომ ის "ბუნებრივი ბოტოქსია", რადგან მისი სახით უამრავ ანტიოქსიდანტს მიიღებთ.