სიახლე

აი, რატომ უნდა სვათ ყოველდღე საზამთროს წვენი!

აი, რატომ უნდა სვათ ყოველდღე საზამთროს წვენი!
უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ საზამთროს წვენი, უბრალოდ, წყალია სასიამოვნო არომატით, მაგრამ ხილის ამ ტკბილ გემოს ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლო თვისებები გააჩნია.
საზამთრო არა მხოლოდ ატენიანებს კანს და ავსებს უჯრედებს საჭირო სითხით, არამედ ასუფთავებს თირკმელებს, ნაღვლის ბუშტსა და შარდის ბუშტს.

საზამთროს წვენი იცავს ღვიძლს დაზიანებისგან - ხელს უწყობს მის დეტოქსიკაციას.

სავსეა ანტიოქსიდანტებით


საზამთროს წვენი მდიდარია ბუნებრივი უძლიერესი ანტიოქსიდანტებით. ის გახლავთ С ვიტამინისა და ბეტა-კაროტინის საბადო. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები ებრძვის ნაადრევ სიბერეს და უამრავ დაავადებას.

ამ ორი უძლიერესი ვიტამინის შემცველი
დიეტა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასთმის, ართრიტისა და სიმსივნის წარმოშობის რისკს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს მხედველობას.

ლიკოპინის წყარო


ლიკოპინი მძლავრი ანტიოქსიდანტი გახლავთ. როგორც ანტიოქსიდანტების უმეტესობისა, ლიკოპინი ძალიან ეფექტური საშუალებაა თავისუფალი რადიკალების მოსაცილებლად, რომლებიც ანთებას იწვევს.

მდიდარია В6 ვიტამინით


B6 ვიტამინს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებები გააჩნია ტვინის დასაბალანსებლად და შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ჰორმონების შესანიშნავი რეგულატორია და ეხმარება ქალებს მენსტრუალური ციკლის დროს.

როდესაც საზამთროს წვენს მიირთმევთ, ყველა მინერალი, ვიტამინი და საკვები ნივთიერებები უკვე დაქუცმაცებულია და ამგვარად, თქვენი ორგანიზმი ეფექტურად ითვისებს მათ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნატელა
დიდი მადლობა მარა როგორ არის ის მოკწანილი მნისBნელობა არა აკს?
14:19 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93