ჰერპესი - ერთ-ერთი მზაკვრული დაავადებაა და თუ ის წელიწადში ერთხელ გაწუხებთ, სასიამოვნო მაინც ნაკლებია. თუმცა, მისი მოშორება საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად შეიძლება.
1. რძე
დაასველეთ ბამბის დისკი რძეში (ნებისმიერი ცხიმიანობის) და წაისვით ჰერპესზე. არ ჩამოიბანოთ და არ ჭამოთ, სანამ რძე არ შეგახმებათ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-3 საათში ერთხელ. საღამოსთვის ჰერპესის კვალიც აღარ იქნება.
2. ძირტკბილა
საუკეთესო საშუალებაა ჰერპესის სამკურნალოდ. ფესვი დააქუცმაცეთ. დაუმატეთ იმდენი ადუღებული წყალი, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. წაისვით ჰერპესზე. უმჯობესია, ეს პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ, დილით კი ჩამოიბანოთ.
3. წყალბადის ზეჟანგი
თუ ტუჩზე ბუშტულები უკვე გამოჩნდა, ისინი წყალბადის ზეჟანგით მოიწვით. პროცედურა 2-3 საათში ერთხელ გაიმეორეთ. საღამოსთვის სუფთა ტუჩები გექნებათ.
4. ნიორი
დაგეხმარებათ ჰერპესთან საბრძოლველად. დანაყეთ 1 კბილი ნიორი. მიღებული ფაფა დაიდეთ მტკივან ადგილზე. ეს მკურნალობა მხოლოდ შინ ყოფნის დროს უნდა ჩაიტაროთ, საკმაოდ ეფექტიანია.
5. პიტნის ეთერზეთი
ნივრისგან განსხვავებით, სასიამოვნო სუნი აქვს, ჰერპესს კი საუკეთესოდ უმკლავდება. მისი წასმა ხალხმრავალ ადგილებშიც შეგიძლიათ. პიტნის ეთერზეთით დღეში სამჯერ მაინც დაიმუშავეთ ჰერპესი.
6. ალოე
ჰერპესთან საბრძოლველად ალოეც გამოგადგებათ. დასნებოვნებული ადგილი ორ საათში ერთხელ ახალმოჭრილი ალოეს რბილობით დაიმუშავეთ.
7. ყინული
როგორც კი იგრძნობთ, რომ ტუჩი შეგიშუპდათ, ყინულის ნატეხით დაიმუშავეთ. ის მოგიხსნით შეშუპებას და დაეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან საბრძოლველად.