ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საგულდაგულოდ დავიბანეთ ხელები და დავინახოთ, რომ ისინი სუფთაა, მაგრამ ხშირად ეს მცდარი წარმოდგენაა, რომელიც უამრავი დაავადების მიზეზი ხდება.
მიკრობები ქრება მხოლოდ ერთ შემთხვევაში! გამოცემა The Daily Mail-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის შედეგები შოკისმომგვრელია.
ჭუჭყიანი ხელები
არსებობს ასეთი ტერმინი - ჭუჭყიანი ხელების დაავადებები. ეს გახლავთ ნაწლავური ინფექციები, გრიპი, სალმონელეზი, დიზენტერია და ჰეპატიტიც კი. თუ ხელებს სათანადოდ არ დავიბანთ, ამ დაავადებებიდან რომელიმეს ნამდვილად ავიკიდებთ.
სპეციალისტებმა გამოიყენეს ლოსიონი Glo Germ-ი და სპეციალური ულტრაიისფერი ლამპა. ლოსიონი სწორი დაბანის ხერხების დემონსტრირებას ახდენს. მისი საფარი ჩვეულებრივ განათებაზე შეუმჩნეველია, ლამპის ქვეშ კი თვალნათელი.
ასე გამოიყურება ხელი ულტრაიისფერი განათებისას ლოსიონის წასმის შემდეგ.
აი, რა მოხდება, თუ ხელს 3 წამის განმავლობაში უსაპნოდ დავიბანთ. პრაქტიკულად, არავითარი ცვლილება არაა, მიკრობები ადგილზეა.
6 წამი უსაპნოდ! არაფრით განსხვავდება 3-წამიანი დაბანისგან.
6 წამი საპნის გამოყენებით! კანი გაცილებით სუფთაა, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, თეთრი ლაქები კარგად შესამჩნევია: შეხედეთ ფრჩხილების ნუნებს. ექსპერტების მტკიცებით, ეს ყველაზე პრობლემური და ჭუჭყიანი ადგილებია ხელზე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
15 წამი საპნით და ბაქტერიები თითქმის განადგურებულია. მაგრამ არა სრულად.
30 წამი საპნით - იდეალურია. ასეთი დაბანის შემდეგ ხელები სუფთად გამოიყურება, ჩანს, რომ მიკრობები განადგურებულია!
მიკრობები ხელებზე გაქრება, თუკი მეტ დროს დავუთმობთ ამ ჰიგიენურ პროცედურას.