დეკანოზი სერაფიმე დანელია:
2003 წლის გაზაფხულზე, ქალაქ ტიმოშევსკში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. როგორც მიყვებოდნენ, იქ მოღვაწეობდა საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი (სავვა), სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას შემდგარი და მონასტრული მედიცინის უბადლო მცოდნე. წლების მანძილზე მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოეღო და დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საქმეში. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, რომელიც მასთან კურხევაზე მისულებს იქ დაგვხვდა.
მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით მიგვიღო, მოგვიკითხა და როცა შეწუხებულმა მეუღლის ავადმყოფობაზე მოვუყევი, დამამშვიდა, ბალახების ნაკრები გადმომილაგა და თან თავისი რეცეპტების კრებულიც გამომაყოლა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემმა მეუღლემ და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულმა რამდენიმე ახლობელმა მამა გიორგის თექვსმეტი ბალახის ნაკრების რეცეპტის მიხედვით დაიწყეს მკურნალობა...
მოხდა სასწაული, მამა გიორგის სიტყვისამებრ, აღსარებისა და ზიარების თანხლებით, მკურნალობის დადგენილი კურსის გულმოდგინე შემსრულებლებმა – უფლის წყალობით მალე კურნება მიიღეს.
რეცეპტი თავიდან გამოქვეყნდა საეპარქიო ჟურნალ ,,ჭყონდიდელში", ამჟამად კი ის კარგად არის ცნობილი საზოგადოების ფართო ფენისთვის.
მამა გიორგი, რომელიც სქემაში აღკვეცილ იქნა წმ. გიორგი ივერიელი-ათონელის სახელზე, გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, 2011 წელს.
გთავაზობთ მამა გიორგის მიერ მოცემული თექვსმეტი ბალახის რეცეპტს, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენება და რომლის ეფექტურობაც, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ადამიანის მზაობით, სინანულისა და ზიარების გზით საკუთარ თავზე მოიწვიოს უფლის გულმოწყალება.
აი, ეს საოცარი ნაკრები:
1. სალბი - 35 გრ
2. ჭინჭარი - 25 გრ
3. ასკილი - 20 გრ
4. ნეგო - 20 გრ
5. დათვის კენკრა - 20 გრ
6. ორკბილა - 20 გრ
7. აბზინდა(მწარე) - 15 გრ
8. ფარსმანდუკი - 10 გრ
9. გვირილა - 10 გრ
10. ოქროსცოცხა - 10 გრ
11. ბეგქონდარა - 10 გრ
12. ხეჭრელის ქერქი - 10 გრ
13. არყის ხის კვირტები - 10 გრ
14. წყლის სამყურა - 10 გრ
15. ბერულა - 10 გრ
16. შავბალახა - 10 გრ
იხილეთ მომზადების წესი