იმ დროს, როდესაც ყველა პარანოიამ მოიცვა იმის თაობაზე, რომ სმარტფონებსა და ბრაუზერებს უთვალთვალებენ, ჩვენ ვადგენთ, რა ინფორმაციას აგროვებს თქვენზე Google.
შეგიძლიათ ამას შეხედოთ კიდეც. როგორ წყვეტს Google, თუ როგორი რეკლამა გიჩვენოთ.
Google-ში რეგისტრაციისას, თითოეული მომხმარებელი უთითებს ასაკს, სქესს და ინტერესებს. ეს გახლავთ საბაზისო ინფორმაცია, რაზეც ორიენტაციას ახდენს Google ამა თუ იმ მონაცემის ჩვენებისას.
რას გიჩვენებთ Google კონკრეტულად თქვენ, იხილეთ ამ ბმულზე: google.com/ads/preferences/
რა იცის Google-მა იმაზე, თუ რა ადგილებს სტუმრობთ
თუ Android-ს იყენებთ, თქვენს მობილურ მოწყობილობას შეუძლია Google-ის სერვერზე თქვენი ადგილმდებარეობის გაგზავნა. გარდა ამისა, ის თქვენს გადაადგილებებს აფორმირებს.
თქვენი გადაადგილებების ისტორია ჩაწერილია აქ: https://maps.google.com/locationhistory
Google-მა იცის, რას ეძებთ ინტერნეტში
ყოველ ჯერზე, როდესაც აფორმირებთ საძიებო მოთხოვნას და აგზავნით Google-ში, კომპანიის სერვერები ინახავს ამ ინფორმაციას. ასევე ინახავს ბმულებს, რომლებზეც დააკლიკეთ.
აქ შეგიძლიათ იხილოთ ისტორია: history.google.com
Google-მა იცის, რა მოწყობილობებს იყენებთ
Google იმახსოვრებს, რა გაჯეტებს იყენებთ ექაუნთთან მუშაობის დროს. გარდა ამისა, ინახავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სად იმყოფებოდით ახალი გაჯეტით. მას IP-მისამართიც აქვს.
იხილეთ აქ ყველაფერი: security.google.com/settings/security/activity
როგორ გადმოვტვირთოთ ჩვენი მონაცემები
Google თქვენი მონაცემების ექსპორტირების ნებას რთავს.
ეს გახლავთ წერილები, კონტაქტები, Google Drive ფაილები, ფოტო და ვიდეომასალები. ამ ყველაფრის მყარ დისკზე შენახვა შეგიძლიათ აქ: google.com/takeout