თუ საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, უნდა იცოდეთ, რა საშიშროება გელით ყოველდღიური პროდუქტებისგან.
1. არაქისი
ალბათ, ხანდახან გიყვართ არაქისის ჩაკნატუნება, მაგრამ არ იცით, რომ ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად მასში პეტუნიის გენი შეჰყავთ - საშინლად შხამიანი ნივთიერება. იცით, რომ არაქისში ჩრჩილიც კი არ ჩნდება?
2. წითელი ხიზილალა
ზოგიერთი მას ახალ წელს მიირთმევს, ზოგი უფრო ხშირად... ხიზილალა სასარგებლო პროდუქტია: ომეგა-3, სასარგებლო ცილა, ვიტამინები, მაგრამ... გასათვალისწინებელია, რომ შენახვის ვადა ხიზილალას მცირე აქვს. მის გასახანგრძლივებლად მას ან ძლიერად ამარილებენ, ან ყინავენ (რაც უარყოფითად აისახება მის გემოზე), ან უროტროპინს უმატებენ. თუ შეფუთვაზე აწერია ნაკლებმარილიანი, იცოდეთ, მომწამვლელია.
3. რძე
საერთოდ განსხვავდება ნატურალური რძის გემო იმისგან, რასაც მაღაზიაში ვყიდულობთ. ეტიკეტზე წერია, რომ შენახვის ვადა 2 კვირაა, რაც ანტიბიოტიკების დამატების გარეშე წარმოუდგენელია.
4. მუსკატის კაკალი (ჯავზი)
მის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ მისი 6 გრამზე მეტიც კი საწამლავია, გონების დაბინდვასა და კრუნჩხვას იწვევს.
5. აღერებული კარტოფილი
თუ დიდი ხნის მანძილზე მზეზე დევს, მასში სოლანინი გროვდება, ნივთიერება, რომელიც ძლიერ მოწამვლას იწვევს.
6. კურკები
ალუბლის, გარგრის, ვაშლის და ატმის კურკები ციანიდმჟავას შეიცავს. მართალია, რომ მოიწამლოთ, რამდენიმე ჭიქა უნდა შეჭამოთ, მაგრამ მაინც საშიშია
7. ნუში
არსებობს ორი სახეობის: ტკბილი და მწარე. თუ უცოდინრობით 7-8 ცალ მწარე ნუშს შეჭამთ, სერიოზულ ზიანს მიაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას, პატარასთვის კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.
8. თინუსი
ეს თევზი და ზღვის ბინადარი რამდენიმე მოლუსკი სხეულში ვერცხლისწყალს აგროვებს. თინუსის თერმულად დამუშავების შემდეგ საწამლავი არ ქრება. მისი ჭამა ეკრძალებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს, რადგან ვერცხლისწყალი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.
9. შაქარშემცვლელი პროდუქტები
ხელოვნური შაქარშემცვლელები ან დამატკბობლები ეკონომიურებია (1 ყუთი, შეფუთვას გააჩნია, 6-დან 12 კილომდე შაქარს ცვლის). თუმცა ორგანიზმის მოტყუება უარყოფითად აისახება. ტკბილი გემოს შეგრძნებისას რეცეპტორები ნახშირწყლების მოლოდინშია, მაგრამ ისინი არ არსებობს. ასეთი ფოკუსის შემდეგ ნებისმიერი ნახშირწყალი, რომელიც ორგანიზმში ხვდება, არ ახშობს შიმშილის გრძნობას, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებს მას.