გაციების პირველივე სიმპტომები ხანდახან შეუფერებელ დროს ჩნდება: მნიშვნელოვანი გამოცდის, თათბირის ან პაემნის წინ. ასეთ მომენტში მაშინვე გავრბივართ აფთიაქისკენ იმედით, რომ პრეპარატები გვიშველის.
რა მოვიმოქმედოთ გაციების პირველივე სიმპტომების დროს
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ყელის ტკივილს, ცხვირის გაჭედვას, ცემინებასა და ხველას ცხელი შხაპის მიღება შველის. წყლის პროცედურები სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც რომ იყოს, გაციების საწინააღმდეგო საშუალება უნდა მოამზადოთ.
საჭირო მასალა
• სიმინდის სახამებელი
• საკვები სოდა
• ყინულის ფორმა
• წყალი
• მალამო "ვიკს ვაპო რაბი"
გამოყენება
დიდ თასში შეურიეთ 120 გრ სიმინდის სახამებელი და 60 გრ სოდა.
დაამატეთ 5 ს.კ. სამკურნალო მალამო "ვიკს ვაპო რაბი" და კარგად მოურიეთ კომპონენტები.
დაამატეთ 2-3 კოვზი წყალი, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და ხელით კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ კომპონენტები.
მოათავსეთ მიღებული მასა ყინულის ფორმაში და გაყინეთ რამდენიმე საათის განმავლობაში.
ამოიღეთ ერთი კუბი და შხაპის მიღებამდე მოათავსეთ სასაპნეში. ცხელი ორთქლის ზემოქმედების ქვეშ კუბი გალღვება და განსაკუთრებულ არომატს გამოჰყოფს. შხაპის მიღების შემდეგ გაციების საშინელი სიმპტომები გაქრება.