დაფიქრებულხართ ოდესმე, რამდენი რამ იცის სოციალურმა ქსელებმა თქვენ შესახებ?
თუნდაც არ გავითვალისწინოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ თავად ვდებთ საკუთარ გვერდებზე, Facebook-მა მაინც საკმაოდ ბევრი რამ იცის ჩვენზე. ინტერნეტი პრივატულობისა და უსაფრთხოების გრძნობას ქმნის, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან, რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ინტერნეტში, ჩვენ შესახებ მით მეტი ინფორმაცია ხვდება სხვის ხელში.
მოდით, განვიხილოთ, მაინც რა ინფორმაციას ფლობს ჩვენ შესახებ Facebook-ი:
1. როგორ გამოიყურებით
არ ელოდით, არა? სპეციალური პროგრამის წყალობით ამ სოციალურ ქსელს შეუძლია სახეების ამოცნობა. ამიტომ, თუ ვინმე ატვირთავს ფოტოს, რომელზე გამოსახული ადამიანიც თქვენ გემგვანებათ, Facebook-ი შესთავაზებს მას თქვენს აღნიშვნას ამ სურათზე. ცნობისათვის: Google-საც აქვს მსგავსი პროგრამა.
2. რომელ საიტებზე შედიხართ
Facebook-მა იცის, რომელ საიტებს სტუმრობთ და იყენებს სმარტფონის ზოგიერთი აპლიკაციის მონაცემებსაც. ეს ინფორმაცია გამოიყენება იმისათვის, რომ ყველა ადამიანს აჩვენონ ის რეკლამა, რომელიც მის ინტერებს შეესაბამება. მაგალითად, თუ ახლახან შეხვედით თურქეთში სასტუმროს დასაჯავშნ საიტზე, ელოდეთ, რომ "ფეისბუქი" თქვენს გვერდზე შესვლისას მსგავსი შინაარსის რეკლამას კიდევ მრავალი დღის მანძილზე "ამოგიგდებთ".
3. რა დამოკიდებულებაში ხართ სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებთან
აქ უკვე თავად მომხმარებლები ხშირად უთითებენ მეუღლეებს, ნათესავებსა თუ კოლეგებს. ამგვარ სიებში, სავარაუდოდ, თქვენც ხართ დამატებული ვინმეს მიერ - ამგვარად ბევრის გაგება შეიძლება თითოეულ მომხმარებელზე. Facebook-მა ასევე იცის, ვის და რა სიხშირით ეძებთ საიტის მეშვეობით წაიკითხეთ მეტი intermedia.ge-ზე