ჯანმრთელი რაციონი შეგინარჩუნებთ სახის კანის სილამაზეს და შეანელებს დაბერების პროცესს. საშიში საკვები კი მოგპარავთ ახალგაზრდობას, სილამაზეს, ჯანმრთელობას... იცნობდეთ მათ!
1. მარილი
მატყუარა სანელებელია _ ის გვაიძულებს ვჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. მარილი იწვევს კანის გაუწყლოვანებას, აბერებს კანს.
რა უნდა ვქნათ? შეამცირეთ მარილიანი საჭმელების რაოდენობა. სანელებელი შეცვალეთ გამომშრალი მწვანილი, ნივრით, ლიმონის წვებით, სუნელებით.
2. შაქარი
ანგრევს ძვლებს, აფუჭებს კანსა და თმას. ძვალს აცლის კალციუმს და ართმევს სასარგებლო მიკროელემენტებს.
რა უნდა ვქნათ? შეცვალეთ შაქარი თაფლით, ჩირით. გადაეჩვიეთ ქიმიური ტკბილეულის ჭამას.
3. ალკოჰოლი
კანის გაუწყლოვანებას იწვევს. ორგანიზმიდან გამოდევნის ცე ვიტამინს.
რა უნდა ვქნათ? აკონტროლეთ ალკოჰოლური სასმლის რაოდენობა. გახსოვდეთ, რომ სისტემატიური სმა თქვენს სახეზე უარყოფითად აისახება.
4. საფუვრიანი პური
პროვოცირებენ სოკოვან ინფექციებს. ანგრევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. მთავარი მიზეზია ზედმეტი წონის დაგროვების.
რა უნდა ვქნათ? მაღაზიის პური შინაურით შეცვალეთ ან უსაფუარო პური მიირთვით.
5. ყავა
ორგანიზმის გაუწყლოვანებას იწვევს. კოფემანებისთვის დასივებული ქუთუთოები ჩვეულებრივი ამბავია.
რა უნდა ვქნათ? შეცვალეთ ყავა ვადკაჭაჭათი.
6. ჩაი
ყავაზე არანაკლებ შეუძლია ორგანიზმის გაუწყლოვანება. საშიშია მუქი ფერის ჩაი, ის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას იწვევს.
რა უნდა ვქნათ? შეცვალეთ ბალახების ჩაით. მოიმზადეთ ჩირის ნაყენი. ამ დალიეთ თაფლით დამტკბარი ლიმონის წვენი.
7. ტრანსცხიმები
ის ყველგან გვხვდებია: კარაქში, მარგარინში, მაიონეზში, ორცხობილაში, ტორტებსა და ა.შ. ორგანიზმი ვერ ამუშავებს ტრანცხიმებს. ის ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, შედეგად, ორგანიზმი ზედმეტ ზონას აგროვებს.
რა უნდა ვქნათ? შეიძინეთ ნატურალური კარაქი და მასზე დამზადებული პროდუქტები.
8. წითელი ხორცი
მძიმე პროდუქტია და იგი იშვიათად უნდა მიირთვათ. მისი გადამუშავება ღვიძლს უჭირს. ამასთანავე, თუ გაყინულ ხორცს მაღაზიაში ყიდულობთ, არ ხართ დაზღვეული, რომ საქონელი ჰორმონებით არაა გამოზრდილი.
რა უნდა ვქნათ? ხორცის ჭამა უნდა შეამციროთ, ან ნატურალური პროდუქტი უნდა მიირთვათ.
9. ძმარი
მავნებელია თირკმლებისთვის და სხვადასხვა ორგანოს მუშაობის დარღვევას იწვევს.
რა უნდა ვქნათ? ჩაანაცვლეთ ვაშლის ძმრით.
10. კარტოფილი
სახამებლით მდიდარი პროდუქტია. შემწვარი _ ცხიმითა და მარილით გაჯერებული სახამებელია. თუ კარტოფილის ჭამის შემდეგ წყალი გინდებათ, ე.ი. ის თქვენი სილამაზისთვის მავნე პროდუქტია.
რა უნდა ვქნათ? შეამცირეთ მისი ჭამის რაოდენობა; თუ კარტოფილზე უარს ვერ ამბობთ, ორთქლზე მოამზადეთ.
11. ფასტფუდი
ნამდვილი საწამლავია. მარილი, შაქარი, მავნე დანამატებით მდიდარი პროდუქტია. ის მხოლოდ კანის დაბერებას კი არა, ჰორმონალური ბალანსის დარღვევას იწვევს.
რა უნდა ვქნათ? ჩაანაცვლეთ ლავაშით, ხილით, ბოსტნეულით, უცხიმო ხორცითა და სოიის სოუსით.
12. გაზიანი სასმელები
შაქრით, საღებავითა და კალორიებით მდიდარი სასმელია. რაც უარყოფითად აისახება ღვიძლის მუშაობაზე.
რა უნდა ვქნათ? მოხარშეთ კომპოტი, დალიეთ ახალგამოწურული წვენები, ლიმონიანი წყალი თაფლით.
13. შებოლილი პროდუქტი
ხელოვნური არომატიზატორები, არღვევენ ღვიძლის მუშაობას, ნეგატიურად მოქმედებენ სახის კანზე.
რა უნდა ვქნათ? არ მიირთვათ.