სულ ახლახან მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: ყველა ცისფერთვალება ადამიანი ერთი ადამიანის შთამომავალია, რომელიც ევროპაში 6 000–10 000 წლის წინ ცხოვრობდა.
მას პირველს გაუჩნდა უჩვეულო მუტაცია, რომელიც დღეს საკმაოდ გავრცელებული თვალის ფერია.
თავდაპირველად, დედამიწაზე ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა. დროთა განმავლობაში, გენის OCA2 წყალობით, მუქი პიგმენტების რაოდენობამ ცალკე ინდივიდებში მერყეობა დაიწყო, რამაც ყავისფერის სხვადასხვა ელფერის წარმოშობას შეუწყო ხელი. ამ ინფორმაციის ფლობის მიხედვით, მეცნიერებს ესმოდათ, რომ ცისფერი თვალები მეცნიერებისთვის ცნობილი ვერცერთი გზით ვერ წარმოიშვებოდა.
მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცალკე გენი, სახელწოდებით HERC2 - სწორედ ის არის პასუხისმგებელი თვალის ცისფერ ფერზე. ეს გენი ასუსტებს ფერის ОСА2 გავლენას. მიიჩნევა, რომ ეს გადახრები პირველად მაშინ დაიწყო, როცა უძველეს პერიოდში ადამიანებმა აფრიკიდან ევროპაში დაიწყეს გადასახლება ათასობით წლის წინ. ამგვარად, ცისფერთვალება ადამიანები წარმოიშვნენ პირველი გადასახლებული ევროპელებისგან.
ამ მუტაციის მქონე პირველი ადამიანი ვერ აღმოაჩინეს. დღესდღეობით ცისფერი თვალები აღენიშნა მხოლოდ უძველესი პერიოდის ადამიანს, რომელიც ესპანეთის ჩრდილოეთში აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, 7000 წლის ჩონჩხს თვალები ვერ შეუნარჩუნდა, მაგრამ მეცნიერებმა შეძლეს მათი ფერის აღდგენა გენეტიკური ანალიზის მეშვეობით.