როგორც კი ალკოჰოლი სისხლში აღმოჩნდება, მაშინვე ტვინი წყვეტს ვაზოპრესინის გამომუშავებას.
ეს არის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის მიერ სითხის შენარჩუნებას და მის მოხმარებას. ვაზოპრესინის არარსებობის შემთხვევაში კი, ჩვენ მიერ მიღებული სითხე პირდაპირ შარდის ბუშტში გროვდება. ამით აიხსნება ნაბახუსევზე ჭარბად შარდის გამოყოფა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმი ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე ღებულობს და აქედან გამომდინარე, იგი გაუწყლოებას განიცდის.
რადგანაც ორგანოები სითხის ნაკლებობას განიცდიან, ისინი დასახმარებლად ტვინს მიმართავენ, რაც საბოლოო ჯამში ტვინის შეკუმშვას იწვევს. შეკუმშული ტვინი კი მემბრანებს ექაჩება, რომელიც მას თავის ქალასთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ გვტკივა თავი ნაბახუსევზე.
სისუსტის მიზეზი არის შარდთან ერთად ორგანიზმიდან მარილის, პოტასიუმის და მაგნეზიუმის, რაც აუცილებელია კუნთებისა და უჯრედების ფუნქციონირებისათვის, განდევნა.
ალკოჰოლი ასევე იწვევს გლიკოგენის დაშლასა და ორგანიზმიდან განდევნას, რაც საარსებო ნივთიერებას წარმოადგენს ღვიძლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისების შემდეგ ღვიძლი გამოჰყოფს უკიდურესად მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც აცეტალდეჰიდი ქვია. ადამიანის ორგანიზმი იმავდროულად გამოჰყოფს ამ მომწამვლელი ნივთიერების გასანეიტრალებლად სხვა ნივთიერებასაც (enzymes), მაგრამ ალკოჰოლის დიდი ოდენობის მიღების შემთხვევაში, ეს თავდაცვის მექანიზმი ვეღარ უმკლავდება ამ მოზღვავებულ ტოქსინებს. აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება, რაც თავის ტკივილსა და გულისრევას კიდევ უფრო ამძაფრებს.
რით შეიძლება შეამსუბუქოთ აღნიშნული მდგომარეობა
* მაძღარზე დალევა შეამცირებს ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას, რადგანაც საკვები კუჭში დამცავი სარჩულის როლს თამაშობს. დილით საუზმე, რომელიც შეიცავს კვერცხს, ბანანს და ხილის წვენს, ხელს შეუწყობს ორგანიზმის აღდგენას, რადგანაც ეს პროდუქტები შეიცავს პოტასიუმს, ფრუქტოზას და სხვა ნივთიერებებს, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი ნაბახუსევის მდგომარეობაში.
* დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ალკოჰოლური სასმლის თითოეული პორციის მიღების შემდეგ.
* მიიღეთ მულტივიტამინები, რაც აღადგენს ვიტამინების ნაკლებობას ორგანიზმში.
* არ აურიოთ სასმელები.
* არ დალიოთ არანაირი სპირტიანი სასმელი, არც ლუდი; ეს თქვენს მდგომარეობას მხოლოდ მოჩვენებით გამოასწორებს; არც ყავა, ყავის დალევა ნაბახუსევზე არ არის რეკომენდებული, რადგანაც ყავა ორგანიზმის გაწყლოვანებას იწვევს.
* უმჯობესია გაზგასული მინერალური წყალი, კიდევ უკეთესი, თუ მასში ლიმონსა და თაფლს ჩაამატებთ. მიირთვით მუქი ტკბილი ჩაი ან ნებისმიერი ციტრუსის წვენი; ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი.
* ამ დროს აუცილებელია დასვენება და სიწყნარე.
* გულის არევა უკიდურესი ზომაა, მაგრამ იგი საგრძნობლად შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას. განაგრძეთ