ქალის სხეულს უამრავი თავისებურება გააჩნია, რომელზეც თავად ქალებისთვისაც არ არის ცნობილი. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და შოკისმომგვრელ ფაქტებს ქალის ორგანიზმის შესახებ.
ქალის ორგანიზმის თავისებურებანი
ქალის გული უფრო ხშირად სცემს, ვიდრე მამაკაცის. ასევე, ქალის გული 10-15%-ით უფრო მსუბუქია მამაკაცის გულზე.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქალები თვალებს მამაკაცებზე 2-ჯერ ხშირად ახამხამებენ. საქმე კი ნერვულ სისტემაშია, რომელიც მამაკაცს უფრო მყარი აქვს.
ქალის ორგანიზმი ცხიმს მამაკაცზე ნელა წვავს.
ქალს უფრო ძლიერი იმუნიტეტი გააჩნია, ვიდრე მამაკაცს. სწორედ ამიტომ ქალები უფრო მეტხანს ცოცხლობენ.
ქალის თმის დიამეტრი მამაკაცზე 2-ჯერ ნაკლებია.
ქალის ორგანიზმში გაცილებით მეტი ტკივილის რეცეპტორია.
ძილის დროს ქალის ტვინის აქტიურობა მხოლოდ 10%-ით იკლებს, ამიტომაც მათი ძილი უფრო ფხიზელია.
ქალები ფერებს უკეთ არჩევენ.
ქალები სივრცეში მამაკაცებზე გაცილებით ცუდად ორიენტირდებიან. ამიტომაც მანქანის ტარება ქალებს უფრო უჭირთ.
ქალის კისერი უფრო მოძრავია, ვიდრე მამაკაცის.
ქალები შფოთვებისადმი უფრო მიდრეკილნი არიან. ეს პირდაპირ უკავშირდება ისეთ ჰორმონებს, როგორებიცაა კორტიზოლი, პროგესტერონი და ესტრადიოლი.
ქალები უფრო ძლიერ ეჯაჭვებიან მამაკაცს, ვიდრე მამაკაცები ქალებს, რადგან ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული ტვინის ზონები, რომლებიც ამ მიჯაჭვულობაზეა პასუხისმგებელი.
ქალებს პერიფერიული (გვერდული) მხედველობა უკეთ აქვთ განვითარებული, მამაკაცებს კი - ცენტრალური.
ქალების საუბარი ტვინის 2 ცენტრის მიერ კონტროლირდება, რაც საშუალებას აძლევს მათ, დღეში 8000 სიტყვა წარმოთქვან.