როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს.
ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში).
13 წლის წინათ გაკეთებული დასკვნები ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთხელ გაამყარეს თავიანთი კვლევებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვერცხს მართლაც დიდი როლი მიუძღვის ძუძუს კიბოს პრევენციაში. აღმოჩნდა, რომ კვირაში 6 კვერცხის მიღება ქალებში აღნიშნული ონკოპათოლოგიის განვითარების რისკს 44 %-ით ამცირებს. გაგრძელება