2017 წლის „ნიჭიერის“ გამარჯვებული მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა. მან ფინალში ჯოან ჯეტის "I love rock'n roll" შეასრულა.
ეკამ შემოსული ზარების, 134 506 ხმის 42% მიიღო, თუმცა რატომღაც სოციალურ ქსელში ძალიან გააკრიტიკეს. "სულ მომღერლები რატომ იმარჯვებენ?!", "ამას არ უნდა გაემარჯვა, მორჩა რა არ ღირს „რუსთავი2“- ის ყურება", "ეს ბოლოდან მეორე ადგილზე უნდა გასულიყო", "რა უნიჭობაა", - წერს "ნიჭიერის" მაყურებელი.
ჩვენ დავუკავშირდით ეკას, რათა გვეკითხა, რას ფიქრობს ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე და გაეზიარებინა თავისი ემოციები.
- პირველ რიგში მომიყევი რამ ან ვინ შთაგაგონა ნიჭიერში მონაწილეობის მიღება? როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
- ჩემი სურვილი არ ყოფილა, ჩემი მეუღლის და ბენდის დრამერის ხანგრძლივი თხოვნის შედეგია.
- მანამდე სხვა ასეთი მასშტაბის პროექტში მიგიღია მონაწილეობა?
- კი, რამდენიმე წლის წინ, სხვა არხზე.
- ეცადე, თავი წარმოიდგინო არა კონკურსანტის, არამედ მაყურებლის ამპლუაში და გაგვიზიარე შენი მოსაზრება, ვის მიცემდი ხმას?
- რა თქმა უნდა, მყავდა ჩემი ფავორიტი მომღერლები, რაღაც" უცნაური" ნომრებით ვერ ვიხიბლები, ამიტომ არ ვუყურებდი „ნიჭიერს“. წელს პირველად მომიწია მაყურებლის ამპლუაში ყოფნა. გაგრძელება + ფოტო