თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ფრანგული ბრენდ „გოტიეს“ (Gautier) ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. „გოტიეს“ ავეჯის შოურუმი კომპანია „ახალი ნათების“ ინვესტიციით გაიხსნა.
„ახალი ნათების“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ზურა გაბინაშვილის განცხადებით, ეს არის 100%-ით ქართული ინვესტიცია, რომელიც კომპანია „ახალმა ნათებამ“ განახორციელა.
„კომპანია „ფორუმისა“ და „ახალი ნათების“ მომხმარებელმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაიცნო და შეიყვარა ეს ბრენდი. გარკვეული წარმატების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უფრო დიდი ინვესტიციით გაგვეხსნა ფრანჩაიზის მაღაზია“, - განაცხადა ზურა გაბინაშვილმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე „გოტიეს“ ოფიციალური შოურუმის გახსნას დაესწრო და აღნიშნა, რომ მაღაზიის გახსნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობას გააღრმავებს.
„გოტიეს“ გენერალური დირექტორი დევიდ სოლარდ გოტიე, რომელიც თბილისში შოურუმის გახსნაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, აცხადებს, რომ დღეს უკვე შესაძლებელია, ქართველმა მომხმარებელმა ფრანგული პროდუქცია ახლოს გაიცნოს.
„ეს არის ბრენდი, რომელიც მაღალი დონის თანამედროვე ავეჯს 60-მდე ქვეყანაში აწარმოებს. ვფიქრობ, „გოტიე“ ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორიც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია“, - განაცხადა დევიდ სოლარდ გოტიემ.
ფრანგული ბრენდი „გოტიე“ (Gautier) უკვე 55 წელზე მეტია, ავეჯის წარმოების სფეროში დომინირებს. კომპანიას 115-ზე მეტი ოფიციალური წარმომადგენელი ჰყავს მსოფლიოში, საფრანგეთში კი, 60-ზე მეტი მაღაზია–სალონითაა წარმოდგენილი.
მსოფლიოს ნებისმიერ წარმომადგენლობაში განთავსებული „გოტიეს“ მოდელები სრულად იწარმოება საფრანგეთში, საკუთარი ნედლეულით.
საფრანგეთში გოტიე აწარმოებს დახვეწილ, ელეგანტურ პროდუქციას ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და გვთავაზობს შემდეგი ტიპის ავეჯს:
✔ მისაღებ ოთახს
✔სასადილო ოთახს
✔ საძინებელს
✔მოზარდის ოთახს
„გოტიე“ იყო პირველი ფრანგული ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც სამი ISO სერტიფიკატი მოიპოვა: ხარისხის, გარემოსა და უსაფრთხოების სფეროში.
„გოტიეს“ კოლექციები ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან მზადდება, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ფუნქციურობით, ხოლო ვიზუალური კუთხით ყოველთვის სადა და ელეგანტურია.
საფრანგეთში, საკუთარ საწარმოში „გოტიე“ აწარმოებს მერქნის ფილებს, რაც მას საშუალებას აძლევს, მუდმივად აკონტროლოს მასალის ხარისხი.
კომპანია იყენებს მხოლოდ ბუნებრივ და გადამუშავებად მასალას, რომელიც არ დეფორმირდება თავისი მდგრადობისა და დაფარვის ხარისხის გამო.
სწორედ მაღალი ხარისხი აძლევს მომხმარებელს საშუალებას, დაშალოს და ააწყოს „გოტიეს“ ავეჯი მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
ცხოვრების სტილი იცვლება. დღესდღეობით შესაძლებელი ხდება საცხოვრებელი სივრცის ბოლომდე ათვისება და ოპტიმალურად გამოყენება. „გოტიეს“ მოდელები, რომლებიც საუკეთესოდ ერგება სახლის ინტერიერს და საშუალებას აძლევს მფლობელს, დაზოგოს რაც შეიძლება მეტი ადგილი.
საოცრად დახვეწილი, თანამედროვე დიზაინის და ამავდროულად, ფუნქციური ავეჯი მათთვისაა, ვისაც სურს, მინიმალური ადგილის ათვისებით მაქსიმალური შედეგი მიიღოს.
<div>R</div>