ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“ წარმოგიდგენთ ინტიმური პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივას - თანამედროვე გერმანული „ASCLEPION“-ის ფირმის უახლეს, 2015 წლის გერმანულ აპარატს, MCL31 Dermablate თავაკით V-SPOT HANDPIECE .
Asclepion-ის ახალმა კონცეფციამ - Juliet-მა უკვე გაამართლა პაციენტთა იმედები. იგი არის ერთდროულად უსაფრთხოც და ეფექტურიც!
ხუთი პრობლემის მოგვარება უოპერაციოდ:
✔აჩერებს შარდის სტრესულ შეუკავებლობას
✔ამცირებს საშოს ზომას 20%–მდე
✔ზრდის მგრძნობელობას 95%–მდე
✔ზრდის ორგაზმის დროს შეგრძნებებს 57%–მდე
✔ამკვრივებს საშოს კედლებს
მკურნალობის მეთოდი არის მინიმალურად ინვაზიური, უმტკივნეულო და სწრაფი, არ საჭიროებს ანესთეზიას.
ამ პროცედურების შესახებ „Solo per te“-ს გამოცდილი სპეციალისტი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან რობაქიძე გაგვესაუბრა:
- რა შემთხვევაშია რეკომენდებული ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურის ჩატარება?
- მოგეხსენებათ, ასაკი ულმობელია და იგი ზემოქმედებას ახდენს როგორც ქალის ჯანმრთელობაზე, ასევე, სექსუალური სფეროს ჰარმონიაზეც. ასაკთან ერთად იცვლება ქალის სასქესო ორგანოების მდგომარეობა, ქვეითდება საშოს კედლების ტონუსი და ელასტიკურობა (განსაკუთრებით, მშობიარობის შემდეგ), მცირდება საშოს სეკრეცია, ვითარდება სიმშრალე, ქვეითდება მგრძნობელობა, ხშირია საშოს გაღიზიანება, დისკომფორტი და ტკივილი აქტის დროს. მენოპაუზის პერიოდში ქალების 40%-50%-ს უვითარდება საშოს ჰიპერტროფია ან ატროფული ვულვოვაგინიტი. გარდა ამისა, ასაკთან ერთად იცვლება გარეთა სასქესო ორგანოების ფორმა, ფერი, ვითარდება პიგმენტური ლაქები და ა.შ.
მშობიარობა, ასაკი, ჭარბი წონა, ჰიპოდინამია და სხვა მიზეზები ასუსტებს მენჯისა და საშოს კუნთების ტონუსს და ხშირია შარდის შეუკავებლობა.
ეს ყველაფერი იწვევს ქალის თავდაჯერებულობის დაქვეითებას და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესებას. აქედან გამომდინარე, ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურა შეუცვლელია საშოს პირვანდელი ზომებისა და ფორმის აღსადგენად და დღემდე, თუ ეს მხოლოდ ქირურგიული ოპერაციების დახმარებით იყო შესაძლებელი, ახლა ამ ყველაფრის მოგვარება ხანმოკლე ლაზერული პროცედურით შეიძლება. პროცედურა არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და მხოლოდ 30 წუთი გრძელდება.პროცედურის შემდეგ, კოლაგენის გაძლიერებული გამომუშავებისა და აღდგენის ხარჯზე, საშოს კუნთები იბრუნებს პირვანდელ ელასტიკურობას, იმატებს საშოს ტონუსი, ხდება მიკროცირკულაციის აღდგენა და საშოს ლორწოვანი იბრუნებს ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ამასთანავე, უმჯობესდება ეროგენული მგრძნობელობა, იმატებს ლიბიდო, უმჯობესდება კლიტორული და ვაგინალური ორგაზმი. მეთოდი ასევე აგვარებს შარდის სტრესული შეუკავებლობის პრობლემას.
შესაბამისად, ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურის ჩატარების ჩვენებებია:
. საშოს ატროფიული პროცესები;
. მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები;
. გარეთა სასქესო ორგანოების ესთეტიკური დეფექტი;
. საშოს მგრძნობელობის დაქვეითება;
. მშობიარობის შემდგომ საშოს პირვანდელი ზომების დაკარგვა;
. 40 წლის ზემოთ ასაკი;
. საშოს ატონია და რელაქსაციის სინდრომი.
- რა სიხშირით ტარდება ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურა და გააჩნია თუ არა უკუჩვენება?
- მკურნალობის კურსი შეადგენს ორ სეანსს, 3-4 კვირის ინტერვალით. რეაბილიტაციის პერიოდი მხოლოდ 5-6 დღეა. ამ პერიოდში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კონტაქტისგან, საუნის, საცურაო აუზის და ფიზიკური დატვირთვისგან.
ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 62 (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩის მხრიდან)
(032) 2 43 49 94 / (995) 591 41 77 77
https://www.facebook.com/SoloPertTeGe/
R