ბლოგერი ეგოზა ეიჰი უკვე 2 წელია, დილის 6 საათზე იღვიძებს და ამტკიცებს, რომ ამ თვისებამ მისი ცხოვრება შეცვალა. აი, 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაიღვიძოთ ასე ადრე.
გაგიჩნდებათ დრო, გაერკვიოთ საკუთარ თავში
უამრავი ადამიანი ვერ აღწევს თავის მიზანს მხოლოდ იმიტომ, რომ დრო არ ეყო, ფოკუსირება მოეხდინა. თუ დღეს არ იწყებთ იმაზე ფიქრით, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, მთელი დღის განმავლობაში დიდი მიზნების შესახებ არც გაიხსენებთ.
დრო გექნებათ დღის დასაგეგმად
რაც უფრო ადრე შეადგენთ დღის გეგმას, მით უფრო ეფექტურად დახარჯავთ დროს.
დილა - შესანიშნავი დროა საკუთარ თავზე მუშაობისთვის
ბევრი ჩვენგანი წუწუნებს, რომ არ ჰყოფნის დრო ოჯახზე, გართობასა და სპორტდარბაზზე. გამოიყენეთ დილის საათები საამისოდ.
ყოველ დილით ისაუზმებთ
მთელი ცხოვრება გესმოდათ, რომ საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. თუ ადრე გაიღვიძებთ, დილის საუზმისთვის საკმარისი დრო გექნებათ.
ასე იქცევა უამრავი წარმატებული ადამიანი
ტიმ კუკი, Apple-ის დირექტორი ელექტრონულ წერილებს დილის 4.30-ზე პასუხობს; ლეგენდარული რიჩარდ ბრენსონი, Virgin Group-ის დამფუძნებელი, ასევე დილით ადრე ადგომის მომხრეა, ის საქმეებს 4.30-ზე იწყებს.
2 ნაბიჯით გაუსწრებთ ყველას
კვლევების თანახმად, დილით ადრე გაღვიძებით შეძლებთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენას. თანაც, გემატებათ თავდაჯერებულობა: იწყებთ მუშაობას მაშინ, როცა თქვენს კონკურენტებს სძინავთ.