ქალების უმეტესობა დილას ყავის სმით იწყებს, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც ამ სასმელს არ სვამს.
აი, 7 მიზეზი, რომ ყავა შეგაყვაროთ.
ორგანიზმის გაწმენდა
ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. განსაკუთრებით სასარგებლოა წელიწადის ცივ პერიოდში.
არომატული
მისი სუნი სტრესს ხსნის. დილაობით მხოლოდ კოფეინი კი არ გაფხიზლებთ, არამედ ყავის არომატიც, რომელიც განწყობას გიუმჯობესებთ.
ავადმყოფობა
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყავა კურნავს პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებებს. თუმცა ნუ გათამამდებით, ბევრი ყავა ვნებს გულს.
ფსიქოლოგიური დახმარება
მეცნიერები დეპრესიულ ადამიანებს ყავის სმას ურჩევენ. ყავა ანტიდეპრესანტს შეიცავს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის მოყვარულებს იშვიათად უჩნდებათ თვითმკვლელობის სურვილი.
ნაბახუსევი
თუ წინა საღამოს ალკოჰოლის დოზა გადააჭარბეთ, დილით ჭიქა წყლის შემდეგ ფინჯანი ყავა მიირთვით.
გენიოსების სასმელი
ყავა - ნეიროსტიმულატორია. ააქტიურებს ტვინს, ბლოკავს ძილს.
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
11 პროცენტით აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. კოფეინი სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვალას. მთავარია, არ გადააჭარბოთ, დღეში 2 ფინჯანი სავსებით საკმარისია.