ვერძი
დროა, გამოსცადოთ ახალი შესაძლებლობები, შანსები, რომლებსაც აპრილში ხშირად მიიღებთ.
ზოგჯერ იმპულსურადაც უნდა იმოქმედოთ.
კურო
ნუ ელით უსიამოვნებებს, მნიშვნელოვან საქმეებზე დაფიქრდით. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და ამოქმედდით.
ტყუპი
შეიძლება ახლა არ ამაყობთ საკუთარი თავით, მაგრამ თუ სწორად გადაანაწილებთ დროს და მეტად გააქტიურდებით, წარმატების შანსი მოიმატებს.
კირჩხიბი
თუ წინა თვეში დაგპირდნენ, დროა, მოითხოვოთ დანაპირების შესრულება. ნუ გგონიათ, რომ მოგატყუეს, იმოქმედეთ.
ლომი
მიზანმიმართული და ენერგიული ხართ. ყველაფერი გამოგივათ. მთავარია დაკვირვება და სიზარმაცის დაძლევა.
ქალწული
ნუ უსმენთ ყველას, მოუსმინეთ საკუთარ გულსთქმას. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ძველი, მავნე ჩვევებისგან უნდა გათავისუფლდეთ.
სასწორი
ცვლილებები ხდება გარშემოც და თქვენშიც. იყავით მზად სიახლეებისთვის, ნუ შეუშინდებით.
მორიელი
თუ ხვდებით, რომ მოხვდით იქ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყავით, იზრუნეთ, რომ იქაურობას უსაფრთხოდ დააღწიოთ თავი.
მშვილდოსანი
გუშინ უკვე წარსულია, იცხოვრეთ დღევანდელი დღით და გქონდეთ ხვალინდელის იმედი. სურვილის მიხედვით იმოქმედეთ.
თხის რქა
იქნებ დასვენების, ცვლილებების დროა? დაფიქრდით, გააანალიზეთ სიტუაცია და საკუთარი კეთილდღეობისთვის იზრუნეთ.
მერწყული
ნუ ხართ ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერს შესანიშნავად აკეთებთ. მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს გული გიკარნახებთ.
თევზები
ნუ დასვამთ კითხვებს, თუ პასუხების მოსასმენად მზად არ ხართ. გრძნობებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.