მხრები ქალის რა საიდუმლოს გასცემს?
ქალმა სუსტ მხრებზე უამრავი ტვირთი აიკიდა, რაც ხშირად უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე. ქალის მხრების მდგომარეობით შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
1. თუ მხრები დაძაბული და მაღლა აწეული აქვს
განერვიულებულია და არა აქვს პასუხები ცხოვრებისეულ საკითხზე. კამათის დროს სხვის აზრს ითვალისწინებს.
2. თუ მხრები უკან აქვს გაწეული და მკერდი წინ გამოწეული
ცდილობს პირადი განცდები გარშემო მყოფებს არ დაანახვოს. ცდილობს გამოჩნდეს ძლიერი და წარმატებული, მაგრამ პირად ცხოვრებაზე დასმულმა კითხვამ შეიძლება აატიროს.
3. თუ დაძაბული აქვს მარცხენა მხარი
ჯვარი დაუსვა საკუთარ ცხოვრებას. ცხოვრობს უსიყვარულოდ, სექსზე უარს ამბობს. ის კი არ ცხოვრობს, არსებობს.
4. თუ მარჯვენა მხარი აქვს დაძაბული
ტირანის გვერდით ცხოვრობს. ეშინია გამოთქვას საკუთარი აზრი. პიროვნებიდან სათამაშოდ გადაიქცა.