ალბათ, ჩვენს მკითხველს ახსოვს მომღერალ მიშო სულუხიას დედის ავადმყოფობის ამბავი.
რთული ნეიროქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად მომღერლები გაერთიანდნენ და თანხის მოგროვებაში დაეხმარნენ. შვილმა დედა თურქეთში საოპერაციოდ რამდენიმე დღის წინ წაიყვანა. თურქეთიდან მიშო "ფეისბუქზე" დედის ჯანმრთელობის შესახებ დამაიმედებელ სტატუსს წერდა:
„სტამბულში ვართ:
ჩემს მეგობარს დაესიზმრა კომაში მყოფი დედაჩემი და სთხოვა, ილოცეთ ჩემთვისო. ყველამ ერთად დავიწყეთ ლოცვა. დღეს სხვა სურათია. სიცხემ დაიწია 4 გრადუსით და ინფექციამ ალაგება დაიწყო. ღმერთი არსებობს!!! განაგრძეთ კითხვა